მსოფლიო
"54 წლის ემიგრანტის შემზარავი ტრაგედიის ამბავი გუშინ შემატყობინეს საბერძნეთიდან"
2017-04-17 20:06:13
საიტი georgians.gr აქვეყნებს წერილს: "საბერძნეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა მოხუცის გადასარჩენად თავი გასწირა", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ქართველი ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში მოხუცს უვლიდა, მის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შევიდა. ქართველი ემიგრანტი და მოხუცი ქალი, მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფები იპოვეს. ქართველის მდგომარეობა მძიმეა.
“54 წლის ემიგრანტის ნატო ჭანტურიას შემზარავი ტრაგედიის ამბავი გუშინ შემატყობინეს საბერძნეთიდან სამეგრელოში რომ ვიყავი, თუმცა თავი შევიკავე აღდგომა დღეს ნეგატიური იმფორმაცია დამეწერა ემიგრანტზე ემიგრანტებისთვის. საშინელებაა ის რაც მოხდა სიტყვები არ მყოფნის… არ მეგულება ადამიანი, გულთან არ მიეტანა ეს დიდი ტრაგედია. მადლობა ყველას, უფალი შეისმენს თქვენ ლოცვას. 54 წლის ემიგრანტი ნატო ჭანტურიაა, ვის სიცოცხლესაც უფალს ევედრებით. ხანძარი საიდან გაჩნდა და როგორ არავინ იცის, სავარაუდოდ, ცეცხლი ქალბატონის ოთახიდან წამოვიდა, რადგან ის ისე დაიწვა, გვამიც ვერ იპოვეს, ნატო აივანზე გასულა და შველას ითხოვდა თვითმხილველების თქმით, ისინი თხოვდნენ მეზობელ აივანზე გადასულიყო და თავი გადაერჩინა, მაგრამ არ დატოვა უმწეო მოხუცი და მის გადასარჩენად შევარდა, მას გადაადგილება უჭირდა და ეტყობა კარებამდე სიმწრით მოიყვანა, თუმცა… ისინი იქვე იპოვეს უგონოდ, მოხუცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ჩვენი ნატო სიკვდილს ებრძვის და არა მგონია უფალმა არ გადაარჩინოს ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა სხვის სიცოცხლისათვის. იმედი მაქვს ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც ჩვენ გვინდა” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე, რომლისგანაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა.
კომენტარები