2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 წიგნი, რომელიც ქალის წარმოუდგენელ ძალაში დაგარწმუნებთ

უდაბნოს ყვავილი – ვარის დირიე და კეტლინ მილერი – ეს არის უბრალო სომალელი გოგონას – ვარის დირიეს ისტორია. 13 წლისა ის ოჯახიდან გაიქცა, მოგადიშომდე მიაღწია და შემდეგ, ლონდონში აღმოჩნდა…. რამნდენიმე წლის შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. ვარისი არ იყო პირველი შავკანიანი მოდელი, თუმცა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა და FGM-თან ბრძოლის ფონდი დააარსა.
ირენ სენდლერის მამაცი გული – ჯეკ მაიერი – ირენ სენდლერის ისტორია, რომელიც ვარშავის ჯანდაცვის სამმართველოს თანამშრომელი იყო. იგი, ამავე დროს, პოლონეთის იატაკქვეშეთის წევრი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. სენდლერი ნაცისტებმა დააპატიმრეს 2500 ებრაელი ბავშვის გადარჩენისთვის …

ფრიდა კალო – ჰეიდენ ერერა – წიგნი მოგვითხრობს მექსიკელი მხატვრის ნათელ და გასაოცარ ცხოვრებაზე. დაუვიწყარი პიროვნება, რომელმაც გამოიარა ბევრი ფიზიკური ტანჯვა და მაინც გაძლო. ექსცენტრიული და რომანტიკული გამოხტომები, პროგრესული ხედვები – ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი ფრიდა კალოს  პიროვნება უამრავი ადამიანის გულს იპყრობს.

გოგონა დრაკონის ტატუთი – სტიგ ლარსონი – ჯერ კიდევ მოზარდ ლისბეტ სანადერს სასამართლო ფსიქიკურად გაუწონასწორებლად შერახავს. წიგნის გმირი ასოციალური ადამიანია შინაგანი ძალით და გენიალური აზროვნების უნარით, რაც მას მკაფიო პიროვნებად აქცევს. ის მალევე აყვარებს თავს მკითხველს.

უდაბნოს დედოფალი – ჯორჯინა ჰაუელი – ნამდვილი უდაბნოს შვილი, აღმოსავლეთის დედოფალი – ასე ეძახდნენ მას თანამედროვეები. არაჩვეულებრივი ქალი, მოგზაური, მწერალი, არქეოლოგი და სპეციალური სამსახურის თანამშრომელი – გერტრუდა ბელი. მან დატოვა მრავალი ჩანაწერი თავისი მოგზაურობებიდან, რომელიც შემდგომ წიგნად გადაიქცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები