0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

შეხვედრა ოლიმპიური თამაშების მონაწილეებთან

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეხვდა. 2016 წლის 5 აგვისტოს სტარტს აიღებს რიოს 31-ე ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველოდან სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა იქნება წარმოდგენილი. 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს, ამათგან 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდან.
ოლიმპიადის წარმომადგენლები დღეს უკვე ქ.თბილიში მიემგზავრებიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა და გამარჯვება უსურვა: "თქვენ ემსახურებით მშვიდობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და ქვეყნის პოპულარიზაციას. მინდა გისურვოთ წარმატებები და ოლიმპიადიდან კარგი შედეგებით დაბრუნება’’.
შეხვედრას ესწრებოდანენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მუხრან ვახტანგაძე, ასევე მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - თამაზ ფუტკარაძე, აჭარის ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელი - ბესარიონ ბასილია და აჭარის ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელები - ჯემალ კილაძე და ავთანდილ ბერიძე. 
საქართველოს სახელით აჭარის რეგიონიდან იასპარეზებენ: შმაგი ბოლქვაძე (ბ/რ ჭიდაობა), ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა), იულია ლობჟანიძე (მშვილდოსნობა), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ამირან პაპინაშვილი ( ძიუდო), ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) მაქსიმალურად დაიხარჯებიან ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები