0 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა შენგელია კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი კახა შენგელია "სასკობასკონიასთან" დადებული ხელშეკრულების თაობაზე კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.კახა შენგელიას თქმით, 2014 წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ფონდ "5=11"-სა და "სასკაბასკონია S.A.D"-ს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები კაბალურია.
მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ქართველი ბავშვები უცხოელ ბავშვებთან მიმართებაში, არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.
"კონტრაქტის პირობები კაბალურია. ხელშეკრულებით თანხები ქართველ ბავშვებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა თანხები უმიზნოდ იხარჯება და მისით 9 უცხოელი ბავშვიც ფინანსდება. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების მონიტორინგიც არ ხორციელდება. ამ კონტრაქტით კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სკაუტინგს ეწევა, რისი უფლება მას არ აქვს",- აღნიშნა შენგელიამ "პირველ პრესკლუბში".
ქართველი კალთბურთელის ლუკა ბულიაშვილის მამის განცხადებით, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და განმარტა, რომ ლუკა ბულიაშვილის ესპანეთში მომზადების, მგზავრობის, ცხოვრებისა და დანარჩენი ყველა ხარჯი პირადად მან გადაიხადა და არ ფინანსდება გრანტით სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ხელშეკრულებაშია.
ლევან ბულიაშვილის თქმით, მან ადვოკატი მიმართა და არ გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს.
ბულიაშვილის ადვოკატის, დავით ალავიძის განცხადებით, არის რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც პირდაპირ ადასტურებს აღნიშნული კონტრაქტის "სამართლებრივ უსწორობას".
"ხელშეკრულება, რომელიც ესპასნურ მხარესთან არის გაფორმებული, უკვე დარღვეულია ესპანური მხარის მიერ და ქართულ მხარეს მასზე არანაირი რეაგირება მოუხდენია. ქართული მხარე ფიზიკურად ვერ მოახდენს რეაგირებას ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგან ხელშეკრულება ასეთი ტიპის დარღვევებზე ქართული მხარის მიერ რეაგირებას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმებული არიან, რომ დავა უნდა განიხილოს საერთაშორისო არბიტრაჟმა, აქედან გამომდინარე, ბევრი კითვის ნიშანი ჩნდება შემდგომში ხელშეკრულების პირობების წარმატებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მიმართებაში.
მეორე - ამ ხელშეკრულების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა - არ დაფინანსებულა ის პირები, რომლებიც უნდა დაფინანსებულიყვნენ და საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოს",- აღნიშნა ადვოკატმა.
დავით ალავიძის თქმით, ხელშეკრულება კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გვერდის ავლით დაიდო. 
ცნობისთვის, 2014 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ფონდ "5=11"-სა და "სასკაბასკონია S.A.D"-ს შორის 5-წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის მიხედვით, ესპანელ  მწვრთნელებს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის  16-დან 20 წლამდე მოთამაშეები უნდა მოემზადებინათ. საქართველოს ბიუჯეტს პროექტის განხორციელება 2 500 000 ევრო დაუჯდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები