2 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ტრადიციულიხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებითსიახლეთა გაზიარება.

22 მაისს, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ეტაპი გაიმართა. ოლიმპიადის მეორე ტურს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრისმოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია ქართული ფოლკლორის განვითარება და პოპულარიზაცია. ამ მიზნით ყოველ წლიურადტარდება ფოლკლორის ოლიმპიადა, სადაც ნიჭიერი შემსრულებლები წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს.

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობს 2098 შემსრულებელი  და 102 ანსამბლი . მეორე ეტაპზე გადავიდა 48 ანსამბლი და 1193 შემსრულებელი. ფინალში გადავიდა 21 ანსამბლი. 
ოლიმპიადა ტარდება სამ ეტაპად. გამოვლინდება 14 გამარჯვებული ანსამბლი (7 სიმღერაში - 7 ქორეოგრაფიაში). აჭარის მთავრობის დაფინანსებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამარჯვებულ ანსამბლებს  უზრუნველყოფს სასცენო კოსტიუმებითა და აქსესუარებით, ხოლო გარკვეულ ნომინაციებზე წარდგენილ ანსამბლებს და შემსრულებლებს გადაეცემათ სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრები.  ოლიმპიადის ფინალი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2016 წლის 24 მაისს სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები