სპორტი
დალეწილი ვიტრინები და ავტომობილები - არგენტინაში ფეხბურთის გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს
2014-07-14 12:02:57
ჩამოტვირთვა
სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებებისას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანია-არგენტინის ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც არგენტინელთა მარცხით დასრულდა, გულშემატკივრებმა ბუენოს-აირესის ქუჩებში მაღაზიის ვიტრინები დალეწეს, დაარბიეს ერთ-ერთი თეატრის შენობა, თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს და მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს.
პოლიციამ საპასუხოდ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 30-მდე გულშემატკივარი კი დააკავა.
კომენტარები