2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა..."

ჩამოტვირთვა

მის დაბადების დღეს დაიბადნენ ჰიტლერი და ლენინი, ამიტომ სამყაროს გაუმართლა, რომ ეს ადამიანი მხოლოდ მსახიობობას დასჯერდა.76 წლის განმავლობაში 3 ათას ქალთან გაცვლილი სარეცელი, ''ყველა დროის 100 საუკეთესო მსახიობის'' სიაში მეექვსე ადგილი და საუკეთესო როლები.. "როდესაც 133 წუთის განმავლობაში მაკ მერფის უყურებ ხვდები, რომ მეგობარი დაკარგე, მაგრამ ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არ იცნობდი" "ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა..." დიახ ეს გენიალური და უბერებელი ჯეკ ნიკოლსონია... მისი სრული სახელი და გვარია ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონი. ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა – ნიკოლსონი, მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ სასურველ და ქალებისთვის სათაყვანებელ მამაკაც მსახიობად ითვლებოდა და ითვლება დღემდე. ჯეკ ნიკოლსონის სასიყვარულო თავგადასავლებს თვლა არა აქვს. მას დღემდე კაზანოვად მიიჩნევენ და ბევრი ქალბატონი მის ცდუნებას დღესაც ვერ უძლებს. ჯეკმა საკუთარ თავს მისცა უფლება, დამტკბარიყო ისეთი ქალების სიყვარულით, როგორებიც არიან ნაომი კემბელი, კეიტ მოსი, ჯესიკა ლანჟი, მერილ სტრიპი და თვით მადონა. ის ერთადერთი მამაკაცია ჰოლივუდში, რომელზეც არც ერთი ქალი არ გაბოროტებულა და შურისძიება გულში არ გაუვლია. ჯეკ ნიკოლსონის გარშემო ყოველთვის არსებობს კითხვა – ნუთუ ვერავინ შეძლო სუპერვარსკვლავის მოთვინიერება და საკურთხეველთან მიყვანა? ახალგაზრდობაში ნიკოლსონს ჰყავდა მსახიობი ცოლი – სანდრა ნაითი. ეს ქორწინება 5 წელს გაგრძელდა და ქალიშვილი ჯენიფერიც შეეძინათ. ჯეკს ხუთი შვილი ჰყავს და მხოლოდ ჯენიფერი ოფიციალური ქორწინებიდა. განქორწინების შემდეგ ჯეკმა მყარად გადაწყვიტა, რომ არასოდეს გაემეორებინა ასეთი შეცდომა. ეს პირობა შეასრულა და ცოლობა აღარავისთვის შეუთავაზებია.თუმცა 17 წლიანი რომანი აკავშირებდა მსახიობ ანჟელიკა ჰიუსტონთან.საბოლოდ ანჟელიკამ ჯეკი ღალატის გამო მიატოვა. მსახიობის ქალებისადმი უზომო სიყვარული საქვეყნოდ იყო ცნობილი.ასე,რომ არცაა გასაკვირი, რომ მისი საუკეთესო მეგობარი მარლონ ბრანდო იყო. ორივე ურიცხვი საყვარლების, ,კანონიერი და უკანონო შვილების რაოდენობით გამოირჩეოდა. მათი სახლები გვერდიგვერდ იყო და როგორც მეზობლები ამბობდნენ, ხშირად ჯეკი სრულიად შიშველი გამორბოდა მარლონის სახლიდან ქალებთან ერთად. ასაკის მატებასთან ერთად ჯეკის საყვარლების ასაკი უფრო და უფრო დაბლა იწევს. ქალები ყველაფრისთვის მზად არიან ჯეკთან შესახვედრად.თავად მსახიობი კი ამბობს :''ზედმეტად მიყვარს სიყვარული.ზედმეტად იდიალისტი ვარ.ჩემი მეგობრები კი თვლიან ,რომ სიყვარულთან დამოკიდებულებაში სრულიადაც არ ვარ ჭკვიანიო.'' ჯეკ ნიკოლსონი 1937 წლის 22 აპრილს დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატში.მას დედა და ორი და ზრდიდა.დიდი ხნის შემდგე კი ჯეკმა პირველად ჟურნალ ''თაიმსიდან'' გაიგო ,რომ დედა-სინამდვილეში მისი ბებია იყო,ერთ-ერთი და -კი მისი ნამდვილი დედა.ნიკოლსონის თქმით, მან დღემდე არ იცის ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. ჰოლივუდში ჯეკი არც თუ მოკრძალებული მოთხოვნით ჩავიდა. მას პირდაპირ ვარსკვლავობა უნდოდა.მოახერხა და კინოკომპანია "მეტრო გოლდენ მაიერში" კურიერის ადგილზე მოეწყო. ჯეკი სხვა კურიერებისგან დიდი ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ცდილობდა, მეტი დრო გაეტარებინა გადასაღებ პავილიონებში, საჭირო ადამიანებს შეხვედროდა და თავისი ნიჭის შესახებ რამენაირად მიენიშნებინა. რამდენადაც სამსახიობო კარიერაში მას წინ არანაირი პერსპექტივები არ უჩანდა, ნიკოლსონმა თითქმის თავი ბოლომდე მიუძღვნა სამუშაოს კამერის მიღმა – სცენარისტად და რეჟისორად. მისი პირველი წარმატება მოვიდა 1967 წლის ფილმის 'The Trip" სცენართან ერთად. ერთადერთი,რაშიც ჯეკს არასდროს დაუზოგავს თავი-სამსახიობო პროფესიაა.მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ კარგი მსახიობი გამხდარიყო. ჯეკს უმართლებდა.მას საუკეთესო რეჟისორები საუკეთესო ფილმებში იღებდნენ . ჯეკ ნიკოლსონი ოსკარზე შვიდჯერ იყო ნომინირებული — 1972, 1977, 1978, 1990, 1993, 2006 და 2007 წლებში. ნიკოლსონმა თავისი პირველი 'ოსკარი' საუკეთესო მამაკაცის როლისთვის მიიღო რენდალ პატრიკ მაკმიორფის ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" შესრულებული როლისთვის 1975 წელს. 1994 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის. ჯეკ ნიკოლსონმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ კინოფილმებში: „ხუთი იოლი პიესა“, „ჩინური კვარტალი“, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „ფოსტალიონი „წითლები“, „სინაზის ენა“, „ბეტმენი“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „ჰოფა“, „მგელი“, „უკეთესი არ არსებობს“, „შმიდტის შესახებ“„სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც“ და „ორმაგი თამაში“.ნიკოლსონი მალე გახდა ჰოლივუდის კერპი, რომელიც თავიდან ფეხებამდე გადაეშვა სიმდიდრესა და ფუფუნებაში .დიდება, ჰონორარები, თაყვანისმცემლები მის გარშემო უხვად იყო. ვარსკვლავური დაავადების უარყოფითი მხარეები მასაც ვერ ასცდა. როდესაც შენს ცხოვრებაში უეცრად ყველაფერი ჩნდება, რაზეც კი ოცნებობდი, ძნელია, თავი არ დაკარგო. როდესაც ყველაფერს მიაღწევ, შენ გარშემო სრული ფუფუნებაა, ფიქრობ, ნეტავ, კიდევ რა გელის ცხოვრებაში. ეკრანზე განსახიერებულმა გმირებმა ჩემს სხეულში დემონი ჩაასახლესო - იხსენებს მსახიობი. ერთ-ერთ ინტერვიუში მას კითხეს თუ როგორი უერთიერთობა ქონდა შვილებთან: ახალგაზრდობაში ალბათ ჩემზე ვერავინ იტყოდა, კარგი მამა არისო, მაგრამ სიბერეში სამაგალითო გავხდი. ახლა უფრო დავიწყე შვილებთან ურთიერთობების დალაგება. რომ მკითხოთ, ბოლო წლებში რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მოვლენაო, აუცილებლად ვიტყვი, რომ ეს შვილებთანაა დაკავშირებული. მათ მაჩუქეს სიყვარული, რომელიც ადრე ჩემთვის შეუმჩნეველი იყო. ახლა ვისწავლე, რას ნიშნავს, იამაყო შვილებით, გიხაროდეს მათი წარმატებები. სულ სხვაა, იამაყო შვილებით და სულ სხვა – იამაყო ოსკარებით. მაგალითად, როდესაც ლორეინი ფეხბურთის მატჩს მოიგებს, ეს ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია. როდესაც ჩემი შვილის მატჩზე პირველად წავედი, ტრიბუნაზე სრული არანორმალურივით ვტიროდი. უბრალოდ ცხოვრებაში ბევრი რამ ჩემთან გვიან მოვიდა. ვნანობ იმას, რომ ბევრ კარგ ადამიანს ვაწყენინე. მეორე მხრივ, ვთვლი, რომ ძალიან პატიოსნად ვიცხოვრე. თუ მომიტყუებია, ისიც მხოლოდ პოლიციელი ან ქალიო. ერთხელ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჰკითხეს – გაქვთ თუ არა სურვილი, გადაიღოთ ფილმი თქვენს პიროვნებაზეო... ამაზრზენი იქნება ჩემი ცხოვრების ერთ ფილმში ნახვა, ამიტომ თუ ვინმე გაბედავს და ჩემს ისტორიას გადაიღებს, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩემი ძვლებიც კი აღარ იქნებაო. "ასაკთან ერთად ხვდები, რომ შეგიძლია იყო პატიოსანი, მართალი, გულუხვი და კიდევ ისეთი თვისებები შეიძინო, რაც ცხოვრებაში შენი არ ყოფილა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ახლაც, როგორც 30 წლის ასაკში, ყველაზე მეტ სიამოვნებას ორი რამისგან ვიღებ – ქალისგან და კინოსგანი".. აი ასეთი გახლავთ ჰოლივუდის კინობრენდი , უბერებელი და მარად ახალგაზრდა ჯეკ ნიკოლსონი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები