სპორტი
ბექჰემი გოლის გატანისას წაიქცა
2013-03-25 14:39:47
ჩამოტვირთვა
ჩინეთში ფეხბურთის აღორძინებისთვის ჩასულმა დევიდ ბექჰემმა ტურნე მცირე ინციდენტით დაიწყო. ახალბედა ფეხბურთელებისთვის საჩვენებელი გოლი ბექჰემის წაქცევით დასრულდა. ბრიტანელმა ფორვარდმა ყველაფერი ჩაცმულობას დააბრალა. პრეზენტაციის დროს მას პიჯაკი და სოლიდური ფეხსაცმელი ეცვა.
უსიამოვნო შემტხვევამდე ცოტა ხნით ადრე ბექჰემი ჩინურ უნივერსიტეტს სტუმრობდა, სადაც სტუდენტებს ახალი ტატუ აჩვენა. „სიცოცხლეს და სიკვდილს ბედი განსაზღვრავს, წოდებას და სიმდიდრეს ცხოვრება.“ ჩინური სიმბოლოებით შესრულებული ამ შინაარსის სვირინგი 37 წლის ფეხბურთელმა სწორედ ჩინეთში გაიკეთა.
კომენტარები