სპორტი
"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალში ითამაშებს
2012-10-15 17:28:27
ჩამოტვირთვა
"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალში ითამაშებს. ქართულმა კლუბმა თბილისის სპორტის სასახლეში ჯგუფის გადამწყვეტი დაპირისპირება გათამაშების ფავორიტ პორტუგალიურ "ბენფიკასთან" გამართა და მეტოქე 7-4 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი "იბერიამ" 4-2 მოიგო, თუმცა შეხვედრის განახლების შემდეგ პორტუგალიელებმა წონასწორობა აღადგინეს და შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
მატჩის დარჩენილ დროში "ბენფიკას" კარი "იბერიას" ფეხბურთელებმა სამჯერ აიღეს და ევროპის რეიტინგის საუკეთესო გუნდი - "ბენფიკა" დაამარცხეს.
ჯგუფში "იბერია" 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, "დიორ ეტო" 5 ქულით მეორეზე, "ბენფიკა" 4 ქულით მესამეზე, "ლუპარენსეს" კი ქულის გარეშე ბოლო ადგილი ერგო.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები გაზაფხულზე გაიმართება. ოთხთა ფინალში, "იბერია სტართან" ერთად, "ბარსელონა", მოსკოვის "დინამო" და ყაზახეთის "კაირათი" ითამაშებენ.
ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მატჩებს, შესაძლოა, თბილისმა უმასპინძლოს.
კომენტარები