სპორტი
გიორგი ლორია აქტიურ ფეხბურთს 45 დღით ჩამოშორდა
2012-09-15 14:02:27
ჩამოტვირთვა
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია აქტიურ ფეხბურთს 45 დღით ჩამოშორდა.
ლორიას საქართველო-ესპანეთის მატჩზე მიღებული ტრავმის შემდეგ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ჯვარედინი იოგისა და მენისკის დაზიანება არ აქვს.
"დინამოს" ფეხბურთელი ვარჯიშს თვენახევრის შემდეგ შეძლებს. ამ ხნის განმავლობაში ლორია მკურნალობის სპეციალურ კურსს გაივლის, რის შემდეგაც გუნდს შეუერთდება და მსუბუქად დაიტვირთება.
გიორგი ლორიამ 11 სექტემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ 70 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კომენტარები