მსოფლიო
ქართველი ოლიმპიელები ნისლიანი ალბიონისკენ გაემართნენ
2012-07-25 19:50:31
ჩამოტვირთვა
ლონდონის რიგით XXX საიუბილეო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზუსტად ორი დღე დარჩა. ქართველმა სპორტსმენებმაც ნისლიან ალბიონს მიაშურეს. უკვე თამაშების მასპინძელ ქალაქშია საქართველოს დელეგაციის მცირე ნაწილიც, მთავარი ნაწილი კი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 27 ივლისს, თბილისის დროით, 24:00 საათზე გაიხსნება.ქართველი ათლეტები ინგლისის დედაქალაქში მსოფლიოში ცნობილი სპორტული ფირმა "ლოტოს" ფორმით იქნებიან შემოსილნი. რაც შეეხება სააღლუმო ჩაცმულობას, რომლითაც ჩვენი გუნდი ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე გამოვა, ქართველმა დიზაინერმა ეკა გოცირიძემ შეკერა, ახალ სამოსს ქართველი გულშემატკივარი 27 ივლისს თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე იხილავს. დღეს ქართველი სპორტსმენები გამგზავრებამდე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დაპირდნენ, რომ დადებულ ფიცს შეასრულებენ და ოლიმპიადაზე საქართველოს ასახელებენ.
ჩვენი ოლიმპიური გუნდი ლონდონში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით როგორც ავღნიშნეთ დღეს გაემგზავრა. უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე საქართველოს ღირსების დამცველებს „აიტივი“ დიდ წარმატებას უსურვებს.
კომენტარები