მსოფლიო
კალათბურთელთა 20–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
2012-07-05 16:21:33
ჩამოტვირთვა
საქართველოს კალათბურთის 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. 26 და 27 ივნისს ისრაელთან 2 სპარინგ-მატჩის წარმატებით დასრულების შემდეგ, დავით უსტიაშვილის გუნდმა ღია ვარჯიში გამართა. 20 წლამდელთა ნაკრები საუკეთესო ფორმაშია.
საწვრთნელი ღია ვარჯიშის შემდეგ, ქართველი კალათბურთელები ტალინში გაემგზავრნენ, სადაც 6 ივლისს ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. თბილისში დარჩენილი კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველი სპორტსმენები ტალინშიც დამაჯერებლად იასპარეზებენ.
ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თბილისში მოემზადება და 10 ივლისს სლოვენიაში, 12–22 ივლისს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ გაემგზავრება.
საქართველო ჯგუფში ესპანეთთან, თურქეთთან და ლატვიასთან მოხვდა. 20 წლამდელთა ნაკრები ასე გამოიყურება:
უკანახაზელები - ოთო ფხაკაძე, დუდა სანაძე, რეზო როგავა, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი ტეტელაშვილი
ფორვარდები - ბექა ბურჯანაძე, ლევან ელიაძე, ნოდარ თენიეშვილი, ზურა მაჩალაძე
ცენტრები - ავთანდილ ლომინაშვილი, ირაკლი ალხანაიძე, გოგა ჯავახიშვილი.
„აიტივი“ ახალგაზრდა კალათბურთელებს ევროპის ცემპიონატზე წარმატებას უსურვებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ბიჭები ახალგაზრდა ფეხბურთელების მსგავსად გულშემატკივრებს გაახარებენ.
კომენტარები