0 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ინოვაცია ქართულ რაგბიში

ჩამოტვირთვა

ინოვაცია ქართულ რეალობაში – ასეთ შეფასებებს აძლევდნენ დღეს რაგბის ფედერაციაში ახლადშექმნილ პროექტს, რომელიც სპორტსმენების სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში ჩართვასა და მათ სულიერ განვიტარებას ითვალისწინებს. სარაგბო კლუბ „უნივერსიტეტის“ ბაზაზე საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მორაგბეთა გუნდი შეიქმნა. თავდაპირველად, ახალ, ინოვაციურ პროექტს სწორედ ეს გუნდი განახორციელებს. დღეს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ჩვენთან, ჟურნალისტებთან შეხვედრამდე იგი საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა. მისისვე თქმით, პატრიარქმა ახალი პროექტი მოიწონა და დალოცა. ამ ეტაპისთვის ახლადშექმნილ გუნდში 180–მდე მოზარდი ირიცხება, რომლებიც ბავშვთა ლიგის ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ. გუნდს საწვრთნელი ბაზა დიდუბის (სუკონკის) სტადიონზე ექნება. გუნდი ასპარეზობას 5 მაისიდან დაიწყებს. მიიღებს მონაწილეობას საფესტივალო ტურნირებში, რომელიც საქართველოს რაგბის ფედერაციის ინიციატივით გაიმართება. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსუსრვოთ ახალგაზრდა მორწმუნე, ინტელექტუალ მორაგბეებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ღირსეულად გააგრძელებენ ჩვენს უძლეველ მორაგბეთა ტრადიციებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები