მსოფლიო
29 აპრილს სპორტის სასახლეში „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი გაიმართება
2012-04-27 18:40:33
ჩამოტვირთვა
29 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთში „ყველა ვარსკვლავის მატჩი–აქცია“ გაიმართება. კალათბურთის მოყვარულთათვის ცნობილია, რომ ეს მატჩი ტრადიციულია, ყოველ წელს ყველა ქვეყანაში ტარდება. მასში ქართველი სპორტსმენები, ასევე საქართველოში სამუშაოდ მოწვეული და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე უცხოელი კალათბურთელები ცალ–ცალკე გუნდებად ყალიბდებიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან.
შოუს სხვადასხვა ელემენტით გაფორმებულ აქციაში მონაწილე გუნდის წევრები სუპერლიგის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოკითხულ მომხმარებელთა მიერ შეირჩა.
უკვე ცნობილია, რომ „ადგილობრივთა“ სასტარტო შემადგელობაში ითამაშებენ გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, დუდა სანაძე, გიორგი ბარბაქაძე, რიჩარდ მათიაშვილი, ხოლო ლეგიონელთა გუნდში ბენჟამენ ვუდსაიდი, ლარი ბლერი, უილიამ ტომასი, ჯერემი რიჩარდსონი და იოაკიმ შელბომი. მატჩზე ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსიც გაიმართება.
თამაშზე როგორც ქართველი, ასევე საქართველოსთვის მოთამაშე უცხოელი საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდებიან, რათა შემდეგ სხვა ქვეყნების გუნდებთან თამაშისას ერთობლივი ძალებით გამარჯვების მოსაპოვებლად შემადგელობა მომზადებული იყოს. „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი– აქცია 29 აპრილს სპორტის სასახლეში 13:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები