მსოფლიო
ლონდონის "ჩელსის" მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" იქნება
2012-04-26 14:51:59
ჩამოტვირთვა
ლონდონის "ჩელსის" მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის 'ბაიერნი" იქნება. მადრიდის „რეალისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ორმატჩიანი დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანმა დარტყმებმა გამოავლინა.
პენალტების სერიაში მიუნხენელებმა მადრიდის "რეალი" 3:1 დაამარცხეს და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. უეფას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა 19 მაისს ალიანს არენაზე გაიმართება.
კომენტარები