მსოფლიო
გიორგი დევდარიანმა და გიორგი ნემსაძემ „დინამო“ დატოვეს
2012-04-17 18:51:36
ჩამოტვირთვა
გიორგი დევდარიანმა თბილისის ‘’დინამოს’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მან კლუბის მფლობელ, რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
თანამდებობა დატოვა გიორგი ნემსაძემაც, რომელიც ‘’დინამოს’’ ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. სწორედ ნემსაძის ინიციატივა იყო ალექს გარსიას დევდარიანით ჩანაცვლება, რამაც საბოლოო ჯამში არ გაამართლა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს დროებით, დევდარიანის ყოფილი თანაშემწე, რამაზ მუმლაძე უხელმძღვანელებს.
კომენტარები