მსოფლიო
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
2012-04-12 16:23:29
ჩამოტვირთვა
პირველად საქართველოში პარაოლიმპიურ თამაშებში შოთა ომარაშვილმა წოლჭიმში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა – ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ ამ სიტყვების მოსმენას მთელი ცხოვრება ელოდა. ბედნიერია, რომ უნარშეზღუდულ ადამიანთა შორის პირველია, ვინც საქართველოს ღირსებას ასეთ მასშტაბურ ტურნირზე დაიცავს.
შოთამ ყველას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ როგორც სრულიად ჯანმრთელ, ასევე უნარშეზღუდულ ადამიანს შეუძლია, თუ მოინდომებს დიდ წარმატებას მიაღწიოს. დღეს, წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვებას მეგობრები და გულშემატკივრები ულოცავდნენ.
სალიცენზიო ტურნირი თებერვალში, დუბაიში ჩატარდა. შოთამ 135 კილოგრამი ასწია და ამით სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა. პარაოლიმპიური თამაშები, შემოდგომაზე ლონდონის ოლიმპიადის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ აიღებს სტარტს. შოთა კი მანამდე თავდაუზოგავ შრომას გეგმავს, რათა უნარშეზღუდულ სპორტსმენთა მსოფლიო შეჯიბრზე საქართველო ასახელოს.
კომენტარები