მსოფლიო
საქართველო ევროჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა...
2012-03-31 16:47:40
ჩამოტვირთვა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება.
“მიხეილ მესხზე” დაძაბული ბრძოლის გამარჯვების გოლი შეხვედრის მე-6 წუთზე ალეკო მზევაშვილმა გაიტანა. ჯგუფის მეორე მატჩში ესპანეთმა ინგლისი 4:0 გაანადგურა, თუმცა მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა და საქართველოს შემდეგ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
კომენტარები