0 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

სამბოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ჩამოტვირთვა

საქართველოს სამბოს ფედერაციას სოსო ლიპარტელიანი უთავკაცებს. დღეს, ვაკის "ფალავანთა კლუბში" ჩატარებულ რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. კენჭისყრას 47 დელეგატიდან 45 დაეწრო და ლიპარტელიანის კანდიდატურას მხარი ყველა მათგანმა დაუჭირა. ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ქვეყანაში სამბოს განვითარების პროგრამა შემუშავებული აქვს. სოსო ლიპარტელიანი ასევე აცხადებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მსაჯებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას, დაგეგმავს თბილისში საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას, რომელიც, შემდეგში ტრადიციული გახდება. საქართველოს ძირითადი და ასაკობრივი ნაკრებების ახალი მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილი დაახლოებით 10 დღეში გახდება. დღესვე ფედერაციის ვიცე პრეზიდენტად ასევე ერთხმად, თამაზ ცოფურაშვილი აირჩიეს. როგორც სამბოს ფედერაციის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ახლადარჩეული ხელმძღვანელობა შეძლებს დასახულ გეგმათა განხორციელებას. სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ერთი თვის წინ გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თემურ გიორგაძემ გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. საქართველოში სამბო სპორტის წარმატებული სახეობაა, ქართველი სპორტსმენები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან მუდმივად მედლებით ბრუნდებიან. იმედია, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და შედეგები გაუმჯობესდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები