მსოფლიო
ქართველი კარატისტების ტრიუმფი და მსოფლიო აღიარება
2012-03-29 15:53:55
ჩამოტვირთვა
26 ოქროს, 11 ვერცხლის და 26 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სამშობლოში ქართველი კარატისტები სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატიდან. უდიდესი გამარჯვება და ჩემპიონთა უპრეცენდენტო რაოდენობა – ასე შეაფასეს ქართული ნაკრების ასპარეზობა, ადგილზე უცხოელმა სპორტსმენებმა და ჟურნალისტებმა.
ქართველ კარატისტებს დღეს გამარჯვება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმა მიულოცეს. დღესვე, სპორტსმენებმა ახალი ორგანიზაციის – ტრადიციული კარატეს მსოფლიო ფედერაციის დაფუძნებაც აღნიშნეს; მსოფლიო კარატეს ახალი ფედერაციის პრიორიტეტი ტრადიციული აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაციაა.
ჩვენ კი, იმდეს ვიტოვებთ, რომ აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებაც ისევე განვითარდება და ისეთივე შედეგები ექნებათ სპორტის ამ სახეობაში ქართველ სპორტსმენებს, როგორიც მათ კარატეში სტამბულში აჩვენეს მსოფლიოს.
კომენტარები