მსოფლიო
საქართველოს დასახვედრად, უელსმა “ქუდზე კაცს” უხმო!
2012-03-26 13:49:04
ჩამოტვირთვა
ხვალ, 27 მარტს, თბილისის დროით 22.00 საათზე ბრიტანულ ტურნეში მყოფი საქართველოს რაგბის “ა” ნაკრები თავის მეორე შეხვედრას ჩაატარებს - ქართველთა მეტოქე ამჯერად უელსის პრემიერ დივიზიონის კლუბების ნაკრები იქნება.
მატჩი უელსის დედაქალაქ კარდიფიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ ბრიდგენდის სტადიონ “ბრევერი ფილდზე” გაიმართება, რომელიც 8 ათას ადამიანს იტევს.
უელსელები სერიოზულად ემზადებიან მათთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ტესტისათვის - ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ კინგმა ლიგის 25 საუკეთესო მორაგბე შეკრიბა, საიდანაც საბრძოლო რაზმს შეარჩევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს “ა” ნაკრებმა ტურნეს პირველ შეხვედრაში 21 მარტს ინგლისური მე-2 დივიზიონის კლუბი “ეშერი” დაამარცხა 25:8.
კომენტარები