0 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისი ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ჩამოტვირთვა

2012 წლის ივლისში საქართველო სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში „ფიდეს“ ეგიდით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლებს. დღეს ეს განცხადება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტთან ემილ სუტოვსკისთან შეხვედრისას გააკეთა. სწრაფ ჭადრაკში ამ მასშტაბის ტურნირის ჩატარება 18–21 თებერვალს თბილისის „შერატონ_მეტეხი პალასში“ წარმატებულად ჩატარებულმა „ვარსკვლავთა ტურნირმა“ განაპირობა. „ფიდეს“ ეგიდით სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატები ოფიციალურად პირველად ჩატარდება, მასპინიძელი კი საქართველო იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები