0 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განახლებული გორის „დილა“ ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება

ჩამოტვირთვა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განახლებული საფეხბურთო კლუბ „დილას“ პრეზენტაცია გაიმართა. კლუბმა ზამთრის შესვენების დროს 18 ახალი ფეხბურთელი დაიმატა და, ფაქტობრივად, ახალი შემადგენლობით გააგრძელებს ასპარეზობას. დღეს, 18 ახალწვეულ ფეხბურთელს ნომრიანი მაისურები გადაეცათ. კლუბში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც განხორციელდა. „დილა“ თბილისის „დინამოს“, ნიჟნი ნოვგოროდის, „ვოლგის“, ზესტაფონის „ზესტაფონის“, მახაჩკალის „ანჟის“, ცხინვალის სპარტაკის, ფოთის კოლხეთის, ზაგრების „დინამოს“ რუსთავის „ოლიმპის“, ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის და რიგის „სკონტოს“ ქართველი ლეგიონელი ფეხბურთელებით გაძლიერდა. „დილა“ უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნდა და ამჟამად საქართველოს თასის გათამაშების ერთ–ერთი ნახევარფინალისტია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები