სპორტი
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ
2012-01-27 14:47:34
ჩამოტვირთვა
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ- ვასილ მაისურაძის გუნდი დღეს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს.
საქართველომ A ჯგუფში ორი მატჩი ბელგიასა და ბელორუსს მოუგო. ერთი კი ლატვიასთან ფრედ ითამაშა და 7 ქულით ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა.
უკრაინის ასაკობრივმა ნაკრებმა კი B ჯგუფში რუსეთის, ლიტვისა და ფინეთის გუნდები დაამარცხა. ტურნირის ბომბარდირთა შორის უკრაინელი დიმიტრი ბილონგი და დავით ჯიქია 4 -4 გატანილი გოლით ლიდერობენ.
საქართველოს და უკრაინის 17 წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება მინსკში თბილისის დროით დღეს 17 საათზე გაიმართება.
კომენტარები