სპორტი
2011 წლის საუკუთესო ქართველი მებრძოლები
2012-01-18 16:36:48
ჩამოტვირთვა
დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციამ 2011 წლის შემაჯამებელი ცერემონია გამართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კონფედერაციაში შემავალი სახეობების წარმომადგენელი საუკეთესო სპორტსმენები, ახალგაზრდები და მსაჯები.
სახეობებში გამორჩეულები იყვნენ:
1. ხრიდოლი - რომან ხუნდაძე
2. თავისუფალი ბრძოლები - შალვა მამაცაშვილი
3. უშუ - გიორგი შოთაძე
4. კარატე - დავით ტყებუჩავა
5. კარატე - ირაკლი ტყებუჩავა
6. ტაეკვანდო - შოთა გოჩიაშვილი
7. კიკბოქსინგი - თეონა ლავრელაშვილი
8. K1 - დავით ქირია
9. აიკიდო - ლაშა როსტომაშვილი
10. სუმო - ავთანდილ ცერცვაძე
გამოვლინდნენ საუკეთესო ახალგაზრდები: გიორგი ჯიქია, შალვა მამაცაშვილი, ნიკა ხვედელიძე, ვალერი ნადირაშვილი, აკაკი ქარსელაძე, შოთა გორელაშვილი, გიორგი კეჭაყმაძე, გიორგი ტოტიკაშვილი, ნიკა მამაგულაშვილი, ნოდარ შველიძე, ნესტორ ჩიკვილაძე, ზვიად არაბული.
გოგონებში გამორჩეულები იყვნენ - ოლია ჭუმბურიძე, დიანა დარჩიაშვილი და სალომე ლაშხია.
კომენტარები