სპორტი
დავით თარგამაძე 2011 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია
2012-01-06 17:31:41
ჩამოტვირთვა
დავით თარგამაძე 2011 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. ქომაგთა ლიგის მიერ ორგანიზებულ საღამოზე დონეცკის „შახტარის“ წევრი გამოარჩიეს. 22 წლის ფეხბურთელმა ქართული სპორტული მედიისგან და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მომუშავე მწვრთნელებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.
გამოკითხვაში სულ სპორტული სამყაროს 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქომაგთა ლიგის ორგანიზებით, მსგავსი ღონისძიება პირველად ჩატარდა და ყოველწლიურად გაიმართება.
კომენტარები