0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა გორგოძე ქართული სპორტული მედიის რჩეული გახდა

ჩამოტვირთვა

მამუკა გორგოძე ქართული სპორტული მედიის რჩეული გახდა. ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ მორაგბემ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ გამოკითხვაში 231 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა. მეორე ადგილი 195 ქულით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და იტალიური „კანტუს“ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს ერგო. 191 ქულა მიიღო და საუკეთესო სამეულში მოხვდა მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ზამთრის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. 2011 წლის საუკეთესო ნაკრები საქართველოს საკალათბურთო გუნდი გახდა. წლის რჩეულ სპორტსმენთა დასახელება, საერთაშორისო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, 1964 წლიდან ტარდება. უკვე ზედიზედ მეორე წელია საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე სახელდება. გასულ წელს სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „კლერმონის“ მორაგბე დავით ზირაქაშვილი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები