0 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 იანვარს საქართველოს საკალათბურთო თასი სტარტს აიღებს

ჩამოტვირთვა

16 – 20 იანვარს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გახსნას უმასპინძლებს. 2012 წლის მემორიალში მონაწილეობას 7 გუნდი მიიღებს, არმია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დინამო, სოხუმი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსთავი. ქორქია – საკანდელიძის მემორიალის დასრულების შემდეგ 23 იანვარს სტარტს საქართველოს თასი აიღებს, სადაც სუპერლიგაში მონაწილე 11– ვე გუნდი იასპარეზებს. პირველი წრის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, პირველი 7 გუნდი – არმია, ქუთაისი, ოლიმპი, სოხუმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმისა და რუსთავის გუნდები ადგილზე გასული მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებენ. საქართველოს თასის მატჩები საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმერთება, ხოლო, ნახევარფინალებსა და ფინალს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. საქართველოს თასის ფინალი 30 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები