მსოფლიო
ახალი სათხილამურო სეზონი იწყება
2011-12-21 16:36:13
ჩამოტვირთვა
ახალი სათხილამურო სეზონი იწყება. სამთო–სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი ბაკურიანში 24–25 დეკემბერს ტატრა პომის ტრასაზე გაიმართება. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები უკვე რამდენიმე თვეა, რაც ავსტრიაში იმყოფებიან და დიდი შეჯიბრისთვის ემზადებიან.
საქართველოს თასის გათამაშება ზამთრის სეზონის მანძილზე – ბაკურიანში, მესტიასა და გუდაურში ექვს ეტაპად ჩატარდება. თითოეულ მათგანშიი საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენების გარდა მონაწილეობას, საქართველოში არსებული სპორტსკოლების მოსწავლეებიც მიიღებენ.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები ყველა გულშემატკივარს შეძლებისდაგვარად შეჯიბრზე დასწრებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები