0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველოს 11 წლის ჩემპიონი ჰყავს

ჩამოტვირთვა

საქართველოს, სპორტის ისტორიაში პირველად, 11 წლის ჩემპიონი ყავს. ლიზი კილაძეს დღევანდელი დღე, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება, გოგონა პნევმატური იარაღიდან სროლის ჩემპიონი გახდა. ლიზი ამბობს, რომ ამ დღისთვის დიდი ხანია ემზადება, საქართველოს პირველობაზე პირველად გავიდა და წარმატებამაც არ დააყოვნა. პნევმატური იარაღიდან სროლაში ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონი ლევან ქადაგიძე გახდა, ხოლო ახალგაზრდული ნაკრებიდან 17 წლის მიხეილ სანიკიძე, სპორტსმენები პირველი მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში ჩემპიონატი თებერვალში გაიმართება, ქართველი სპორტსმენები ამ ჩემპიონატზე სერიოზულ ბრძოლასა და ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას გეგმავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები