0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ფეხბურთის ფედერაცია კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელ კახა კალაძის მიერ, გუშინ ფილარმონიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. gancxadebaSi ხაზგასმითაა აღნისნული, rom ფეხბურთის ფედერაცია მკვეთრად ემიჯნება არასაფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ფედერაცია მიიჩნევს, რომ კალაძეს, ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რადგან მასთან ერთად იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას. ფეხბურთის ფედერაცია მოუწოდებს ქართული საფეხბურთო ოჯახის თითოეულ წევრს, ნებისმიერი საჯარო გამოსვლისას, ისაუბრონ საკუთარი და არა მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელით. ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ ქართველი ფეხბურთელები, გულშემატკივარსა და საზოგადოებას თავს კარგი თამაშით დაამახსოვრებენ და არა პოლიტიკური განცხადებებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები