სპორტი
როჯერ ფედერერის მე-100 ტიტული და კიდევ ერთი რეკორდი
2011-11-28 13:36:28
ჩამოტვირთვა
შვეიცარელი მაესტრო როჯერ ფედერერი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ფედერერი ერთდერთი ისტორიაში, ვინც წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება 6ჯერ შეძლო. უკანასკნელად მან ეს გუშინ ლონდონში ფრანგი ჯო-ვილფრიდ ცონგას ძლევით მოახერხა. 2011 წელს როჯერ ფედერერი და ჟო-ვილფრიდ ცონგა მერვედ შეხვდნენ ერთმანეთს, თანაც მესამედ ერთმანეთს უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში დაუპირისპირდნენ. ბოლო 2 მატჩი შვეიცარიელის მოგებით დასრულდა, ლონდონურ ფინალამდე კი “მხიარული როჯერისა” და ცონგას შეხვედრათა ბალანსი ფედერერის სასარგებლოდ, 7:3 იყო.
პირველ სეტში ფედერერმა ერთადერთი ბრეიკი განახორციელა და პარტიის მოგებამდე მიყვანაც არ გასჭირვებია. მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც შვეიცარიელი 5:3 დაწინაურდა, მაგრამ ცონგამ ბოლომდე იბრძოლა და მატჩი მესამე გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა. დისაიდერში როჯერი შეუდარებელი იყო და კარიერის რიგით მეასე ფინალიც და წლის შემაჯამებელი ტურნირიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
კომენტარები