0 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როჯერ ფედერერის მე-100 ტიტული და კიდევ ერთი რეკორდი

ჩამოტვირთვა

შვეიცარელი მაესტრო როჯერ ფედერერი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ფედერერი ერთდერთი ისტორიაში, ვინც წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება 6ჯერ შეძლო. უკანასკნელად მან ეს გუშინ ლონდონში ფრანგი ჯო-ვილფრიდ ცონგას ძლევით მოახერხა. 2011 წელს როჯერ ფედერერი და ჟო-ვილფრიდ ცონგა მერვედ შეხვდნენ ერთმანეთს, თანაც მესამედ ერთმანეთს უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში დაუპირისპირდნენ. ბოლო 2 მატჩი შვეიცარიელის მოგებით დასრულდა, ლონდონურ ფინალამდე კი “მხიარული როჯერისა” და ცონგას შეხვედრათა ბალანსი ფედერერის სასარგებლოდ, 7:3 იყო. პირველ სეტში ფედერერმა ერთადერთი ბრეიკი განახორციელა და პარტიის მოგებამდე მიყვანაც არ გასჭირვებია. მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც შვეიცარიელი 5:3 დაწინაურდა, მაგრამ ცონგამ ბოლომდე იბრძოლა და მატჩი მესამე გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა. დისაიდერში როჯერი შეუდარებელი იყო და კარიერის რიგით მეასე ფინალიც და წლის შემაჯამებელი ტურნირიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები