მსოფლიო
42 წლის ვეტერანი ფეხბურთელი, გარი სპიდი, ჩამომხრჩვალი იპოვეს
2011-11-28 14:51:32
ჩამოტვირთვა
უელსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, 42 წლის ვეტერანი ფეხბურთელი გარი სპიდი საკუთარ სახლში, თოკზე ჩამომხრჩვალი ნახეს.
"გარის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ. მათ ასეთ მძიმე პერიოდში თანადგომა სჭირდებათ", – ეს განცხადება ფაქტის გახმაურების შემდეგ უელსის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. სამართალდამცავები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ. გუშინ მთელი ბირტანეთის მასშტაბით ჩატარებული მატჩები წუთიერი დუმილით გაიხსნა.
1969 წელ დაბადებული გარი სპიდი უელსის ნაკრებში 85 მატჩში 7 გოლის ავტორია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის სხვადასხვა დროს იცავდა"ლიდსის" "ევერტონის" "ნიუკასლის" , "ბოლტონის" და "შეფილდ იუნაიტედის" ღირსებას.
უელსელმა კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა და მაშინვე მწვრთნელობას მიჰყო ხელი. სწორედ სპიდის თავკაცობით, უელსელებმა ევროშესარჩევის ბოლო მატჩები მშვენივრად ჩაატარეს – მოუგეს შვეიცარიას, ჩერნოგორიასა და ბულგარეთს.
სპიდს 1994 წელს თბილისშიც უთამაშია საქართველო-უელსის შეხვედრაში, რომელიც ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილებმა 5:0 მოიგეს.
კომენტარები