0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სთრით ბოლში ღირსეული ჩემპიონი გამოვლინდა

ჩამოტვირთვა

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სთრით ბოლში სამოყვარულო ტურნირის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. “კორონას თასი” გათამაშდა და მისი მფლობელი 16 მოასპარეზე გუნდთაგან ღირსეული გახდა. თბილისის სხვადასხვა ბარებისა და გასართობ კლუბთა წარმოამდგენლებს შორის გამართულ ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გამართული ტურნირის მთავარი მიზანი, სახალისო ღონისძიების გამართვასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაც იყო. ტურნირის გამარჯვებულები სიმბოლური სუვენირებით დასაჩუქრდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, კალათბურთის ფედერაციასთან ერთად მსგავსი სახალისო ტურნირების ჩატარებას კვლავაც გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები