0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისი დიდი ორთაბრძოლების მოლოდინში

ჩამოტვირთვა

თბილისში, 29–30 ოქტომბერს, ფარიკაობაში ევროპის თასის ეტაპის გათამაშება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 7 ქვეყნის 23-წლამდე სპორტსმენები მიიღებენ. ქართველი მოფარიკავეები ამ ტურნირისთვის საგანგებოდ ემზადებიან. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, არჩილ გოგელია, დარწმუნებულია, რომ ქართველი სპორტსმენები ტურნირზე წარმატებით იასპარეზებენ. საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებელ გრანდიოზულ მზადებაში მონაწილეობას იღებენ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი ჩეხეთიდან, ფრანტიშეკ იანდა, და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, სომხეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, არმენ გრიგორიანი. საპატიო სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. ევროპის თასის ეტაპი საკალათბურთო კლუბ „აკადემიას“ სპორტულ დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები