0 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დასაქმება სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ

ჩამოტვირთვა

ახალი ინიციატივის თანახმად, დიასპორის სამინისტრო ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დასაქმებაზე, რამდენიმე სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავებს. დიასპორის სამინისტრო დამქირავებელსა და დასაქმების მსურველს შორის მედიატორის ფუნქციას შეასრულებს. ემიგრანტებს სამუშაო ადგილებს მათი გამოცდილების შესაბამისად შეურჩევენ. თუ თქვენ ესპანეთში, იტალიასა ან საბერძნეთში ცხოვრობთ და საქართველოში დაბრუნების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ადგილობრივ დიასპორულ ორგანიზაციებს მიმართოთ და საქართველოს ბაზარზე არსებულ ვაკანსიებს გაეცნოთ. თუ, სამუშაო ადგილი თქვენთვის სასურველი აღმოჩნდება, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დასაქმებასაც შეძლებთ. ემიგრანტების მხრიდან, საქართველოში დასაქმების სურვილი დიდია, რასაც ამ სფეროში მოღვაწე სააგენტოებშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში მათთან სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები ემიგრანტების არაერთი ზარი შემოდის. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები სამშობლოში დასაქმების სურვილს გამოთქვამენ. ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტების მსგავსად, სამშობლოში სასურველი სამუშაო ადგილის მოძიებას, სულ მალე, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც შეძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები