მსოფლიო
ქართველმა სამბისტებმა რუსები დაჯაბნეს და მსოფლიო დაიპყრეს
2011-10-21 17:30:39
ჩამოტვირთვა
ხუთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – ასეთი ფანტასტიკური შედეგით დაბრუნდნენ ქართველი სამბისტები მსოფლიო ჩემპიონატიდან. ლატვიის ქალაქ რიგაში გამართულ ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გიორგი ნოზაძე და სლავა რეზესიძე, ჭაბუკებში კი მიხეილ მეზურნიშვილი, გიორგი ბიწაძე და ალექსანდრე მილდიანი.
ამ დიდ წარმატებას დღეს ქართველ სპორტსმენებს მთელი დღის განმავლობაში ულოცავდნენ. სამბისტები ახლა უკვე ოლიმპიური თამაშებისთვის დაიწყებენ მზადებას.
ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკვე ეროვნული ნაკრები ემზადება. ჩემპიონატი ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, 11–12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული ნაკრები შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადის, 28 ოქტომბრიდან კი გუნდი დასკვნით ორ–კვირიან შეკრებას თბილისში გაივლის.
კომენტარები