0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ლეგენდარული მთამსვლელი სტუმრობს

ჩამოტვირთვა

ცნობილ პოლონელ ალპინისტს კრჟიშტოფ ვილიცკის თბილისი მასპინძლობს. პირველი ადამიანი, რომელმაც ზამთრის პერიოდში კა–2 და ევერესტი დალაშქრა. ვილიცკის მსოფლიოს თოთხმეტივე რვა ათას მეტრიანი მწვერვალი აქვს დაპყრობილი, სპორტსმენი ამჯერად საქართველოს მწვერვალებსა და ყაზბეგს მოინახულებს. პოლონელი მთამსვლელი საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპური კლუბის წევრებთან ერთად დალაშქრავს, რომელთაც თავის მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს. ცნობილი ალპინისტი საქართველოში პოლონური დღეების ფარგლებში იმყოფება. პოლონეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს რამდენიმე ერთობლივი პროექტის შექმნის იდეაც გაუჩნდათ. კლდეზე ცოცვა, ლაშქრობა, სათხილამურო ტურების მოწყობა – ასეთია იმ პროექტების არასრული ნუსხა, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად გეგმავენ. შეკითხვაზე – თუ რამდენ ხანს აპირებს საქართველოში ყოფნას, ცნობილ პოლონელ მთამსვლელს პასუხი არ აქვს, ამბობს, რომ მთამსვლელებს ამგვარ კითხვებს არ უსვამენ, რადგან მათი ცხოვრება არაპროგნოზირებადია, დარწმუნებულია, რომ საქართველოში უამრავი ლამაზი ადგილი აქვს სანახავი და ამას რამდენი დრო დასჭირდება– ჯერ არ იცის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები