0 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

შარტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები