0 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაპირისპირება ისნის ბაზრობის ადმინისტრაციასა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის

ჩამოტვირთვა

ისნის ბაზორბის ტერიტორიაზე სიტუაცია დაძაბულია. დაპირისპირება ისნის ბაზრობის ადმინისტრაციასა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის მოხდა.

მოვაჭრეები პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ და აცხადებენ, რომ სწორედ მაღაზიის მეპატრონეებს ეკისრებოდათ დაზღვევა.

ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანძარი ბაზრობაზე არსებულ სასადილოში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მაღაზიებზე, სადაც სწრაფად აალებადი ნივთიერებები იყიდებოდა.

ამ დრომდე მოვაჭრეებს ტერიტორიაზე არ უშვებენ და მათ ამის გამო ზარალის ოდენობის განსაზღვრა უჭირთ. ამ დროისთვის საპატრულო პოლიციაა მობილიზებული ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის, განცხადებით, ისნის ბაზრობაზე ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია და ახალი კერების წარმოშობის საშიშროება აღარ არსებობს. 

ხანძარი ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე გამთენიისას გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები