,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
|
23 ივნისი, 2017 წელი - კომპანია „m2 უძრავი ქონების“ დაფინანსებით სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ნინო ბერძულმა და ზაზა სოფრომაძემ, m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა პიერ ფერიმ და USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღავნელმა თამარ სირბილაძემ საძირკველში კაფსულის ჩაგდებით აღნიშნეს.
აღნიშნული მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ აპირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.
აღნიშნული საოჯახო ტიპის სახლი დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე 7 ბავშვი იცხოვრებს.
„m2-სთვის დიდი პატივია ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობა. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადაპტირებული გარემოს შექმნაა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. არსებობს განსაკუთრებული საჭიროებები და ჩვენ, ყველამ ერთად - სახელმწიფომ, კერძო და არასამთავრობო სექტორებმა ყველა ამ საკითხზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
„სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გავხსენით ერთი ასეთი ტიპის დაწესებულება ქუთაისში, სადაც თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან რამდენიმე ბავშვი გადავიდა ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად. ამ მცირე საოჯახო სახლის აშენება საშუალებას მოგვცემს დამატებით რამდენიმე ბავშვი გადავიყვანოთ დიდი ინსტიტუციიდან ისეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის საუკეთესო პირობები იქნება. იმედი გვაქვს, კერძო სექტორი კიდევ უფრო დაინტერესდება მსგავსი ინიციატივებით და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაეხმარება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს“ - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები, განათლება, ბევრი ჯერ კიდევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა და დიდი ზომის ბავშვთა სახლში ცხოვრობს“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი პიერ ფერი. „ჩვენ მივესალმებით ბიზნეს სექტორის, კონკრეტულად m2-ის მხარდაჭერას სპეციალიზებული მომსახურებების განვითარების საქმეში. გაეროს ბავშვთა ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ეხმარება საქართველოს მთავრობას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინკლუზიაში“.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს შშმ ბავშვთა ინტეგრირებასა და ინკლუზიას. 2017 წლის მარტის თვეში საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, შრომის, ჯანდაცვისა, და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარი დაუჭერა ქუთაისის სპეციალიზებული მომსახურების გახსნას. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მეორე ასეთი მომსახურების შექმნას თბილისში. სპეციალიზებული მომსახურებები შშმ ბავშვებს განვითარებისა და ინტეგრირების მეტ შესაძლებლობებს შესძენს“ - აცხადებს USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღავნელი თამარ სირბილაძე.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები