1 9 : 5 0
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 900
 
2011-12-19 10:00:43 ჩამოტვირთვა
|
ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე სისხლიანი ისტორია
ხიდაშელი თვლის რომ მარგველაშვილის მიერ ცოლიძმის შეწყალების ფაქტი ხალხმა უნდა განსაჯოს
დავოსში პრემიერი მიდის - სად წავა მარგველაშვილი?
პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფება
2013 წელს მსოფლიოში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 800%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან ელ. სიგარეტის ანტისარეკლამო კამპანიის გაჩაღება-BBC
2011-12-19 10:00:43
ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე სისხლიანი ისტორია
უფლისწულ დემნას ტრაგიკული აღსასრულის გამომწვევი მიზეზები, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გაჩნდა. ისტორიული წყაროების თანახმად, დავით აღმაშენებლის ვაჟსა და დემნა ბატონიშვილის ბაბუას, მეფე დემეტრე პირველს, განსაკუთრებულად უყვარდა საკუთარი უმცროსი ვაჟი გიორგი, უფროს დავითს კი დიდად არ სწყალობდა. დავითმა კარგად იცოდა მისდამი მამის დამოკიდებულება და მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო, ქვეყნის მეთაურის წოდების მოპოვებაზე მამის სიცოცხლეშივე დაიწყო ზრუნვა. დღეისათვის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დემეტრე პირველმა მეფობა დათმო და ბერად აღიკვეცა.

ტახტზე მისი უფროსი ვაჟი დავით მეხუთე ავიდა, რომელიც 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა, არსებობს მოსაზრება, რომ დავით მეხუთის სიკვდილი ბუნებრივი არ ყოფილა და ის მოწამლეს. დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გვირგვინი მის არასრულწლოვან ვაჟს დემნა იგივე დემეტრე ბატონიშვილს ეკუთვნოდა, მაგრამ შვილის გარდაცვალების შემდეგ, დემეტრე პირველი საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და პატარა დემნას ნაცვლად მეფის გვირგვინი სწორედ მან დაიდგა თავზე. დავით მეხუთის მსგავსად, გამეფებიდან მოკლე დროში გარდაიცვალა დემეტრე პირველიც, ამ დროისთვის დემნა ისევ არასრულწლოვანი იყო, საქართველოს მეფე კი ამჯერად დემეტრეს უმცროსი ვაჟი და თამარ მეფის მამა გიორგი მესამე გახდა. რომელმაც შემდგომში დემნას ნაცვლად საკუთარი ქალიშვილი, თამარი გაამეფა.

მეცნირთა განმარტებით, გიორგი მესამის გამეფებაზე ობიექტურად მსჯელობა რთულია, რადგან საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი სუბიქტურადაა აღწერილი როგორც ქართულ, ასევე სომხურ წყაროებში. ისტორიკოს დავით მერკვილაძის განცხადებით, ქართული წყაროები მეფე გიორგი მესამის გავლენითაა დაწერილი, სომხური კი საქართველოდან გიორგის მიერ განდევნილი დიდგავროვანი ქართველების მონაყოლზე დაყრდნობითაა შექმნილი. თუმცა როგორც მერკვილაძე განმარტავს, იმდროინდელი ქართული კანონმდებლობის თანახმად, არ ჰქონდა მნიშვნელობა იყო თუ არა გიორგი მესამე კანონიერი მეფე, მისი თქმით, ტახტი ყველა შემთხვევაში, დემნა ბატონიშვილს ეკუთვნოდა და არა თამარს.

ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დემნა ბატონიშვილი ტახტის მემკვიდრე არ იყო, რადგან ტახტის მემკვიდრე მეფის შვილია, იმ პერიოდში კი მეფის შვილი სწორედ გიორგი მესამე გახლდათ.

გიორგი მესამის გამეფებიდან 20 წლის შემდეგ, უკვე სრულწლოვანმა 25 წელს მიღწეულმა დემნა ბატონიშვილმა მეფობის სურვილი გამოთქვა. გიორგი მესამე ტახტის დათმობას არ აპირებდა, ამიტომ ახალგაზრდა უფლისწული ქართველ დიდებულთა დიდ ნაწილთან ერთად ბიძას აუჯანყდა. შეთქმულებას სათავეში ჩაუდგა დემნას სიმამრი ამირსპასალარი ივანე ორბელი, უგვირგვინო უფლისწულის მხარეს 30 ათასზე მეტი მეომარი იყო. დემნა ბატონიშვილის აჯანყების მასშტაბურობას არ მალავს არც გიორგი მესამის მემატიანე. ახალგაზრდა უფლისწულის მხარდამჭერთა სიმრავლეს ისტორიკოსები ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზეზით ხსნიან. პირველი ის რომ მეთორმეტე საუკუნის თანამედროვენი გიორგი მესამეს კანონიერ ხელმწიფედ არ მიიჩნევდნენ. მეორე მოსაზრების თანახმად კი ქართველი დიდებულები გიორგი მესამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ იმიტომ, რომ მან ფეოდალების წილდაუდებელ მბრძანებლობას წერტილი დაუსვა.

მოულოდნელმა ამბოხმა და აჯანყებულთა სიმრავლემ არ დააბნია გიორგი მესამე, ის 500 მხედრით პირველი მიიჭრა აჯანყებულთა ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. ბიძა-ძმიშვილის ბრძოლა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში, დემნას მხარდამჭერთა ნაწილი გიორგი მესამის მხარეს გადავიდა. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, დემნა თავის სიმამრთან და შემორჩენილ მომხრეებთან ერთად, ლორეს ციხეში გამაგრდა, რომელსაც გიორგი მესამემ ალყა შემოარტყა. ალყაში მოქცეული უფლისწული მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ლორეს ციხიდან თავისი მომხრეებისგან მალულად გამოვიდა და გიორგი მესამეს პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა.

ავად მოეპყრო გიორგი ძლეულ ძმისწულს. ერთ ხანს კლდეკარის ციხეში იყო ჩაკეტილი დემნა. მერე ჯალათები მიადგნენ. ერთმა თვალები დაუშრიტა, მეორემ ლაჯებში დანა დაადო და... დაასაჭურისა. დემნა ჭკუაზე შეცდა. დიდხანსაც აღარ უცოცხლია. გელათის სამეფო საგოდებელი არ აღირსეს და მცხეთას დაფლეს მისი ცხედარი.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გიორგი მესამემ დიდგვაროვნების ნაწილი სიკვდილით ნაწილი კი ქვეყნიდან განდევნით დასაჯა. განდევნილი დიდგვაროვნების ნაცვლად კი არცთუისე წარჩინებული გვარების წარმომადგენლები დააწინაურა. მეფის მრისხანება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას აჯანყების ყველა მონაწილე დააწყევლინა, რის სანაცვლოდაც შეუვალობა მისცა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ეკლესია გადასახადებისგან თავისუფლდებოდა.

დემნა ბატონიშვილის ცხოვრებასა და ვეფხისტაოსანს შორის პარალელებს ავლებს ისტორიკოსი როსტომ ჩხეიძე, რომელიც ისტორიულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს პოემა სწორედ დემნა ბატონიშვილის ტრაგიკული აჩრდილის შთაგონებით შეიქმნა.

როსტომ ჩხეიძისავე განმარტებით, დემნა ბატონიშვილის ტრაგიკული ისტორია, თამარ მეფის დიდებამ და მისმა წარმატებულმა მოღვაწეობამ დაჩრდილა, რის გამოც თანამედროვე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უგვირგვინო უფლისწულის სახელიც კი არ იცის.
კომენტარები
ელენე
16 დეკემბერი, 2011 წელი. 23:16
ამ ცოდვამ დაღუპა თამარის შვილები და საქართველო...ბასილი ეზოსმოღვარი სწორედ ამას ასახელებს "ბნელი ღამის" მიზეზად, რომელიც მოეწია ქვეყანას მონღოლების სახით...ისე ნათქვამია - "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიაო"...მაინცდამაინც ბედნიერი არც თამარი ყოფილა, მთელი ცხოვრება აწუხებდა ეს მძიმე დანაშაული ცივსისხლიანი მამის, გიორგი მესამის, რომელმაც ფაქტიურად მოკვეთა ბაგრატიონთა კანონიერი ხაზი...
ანი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 01:14
მადლობა ავტორებს.
ლევანი5
17 დეკემბერი, 2011 წელი. 01:34
კარგი სიუჟეტია
zestaponeli
17 დეკემბერი, 2011 წელი. 02:12
sevdiani istoriaa....magram sakartvelos cxovreba sevdiani iko da ase grzeldeba dgemde......magram mainc uzomod mikvars cheni SAKARTVELO.....
დათო ფარკასიშვილი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 02:19
ეს ისტორია მიშეილმა დაწერა? :D
გუშაგი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 02:29
დათო, ღორისშვილი ხარ
ნოდარ
17 დეკემბერი, 2011 წელი. 02:31
იქნებ სიმონ ჯანაშიასაც გადავხედოთ ? იყვნენ თუ არა ბაგრატიონი ქართველები ?! რატომღაც არავის სურს ამის გახსენება ! ჯანაშია ერთმნოშვნელოვნად ამტკიცებს, რომ ყველა შტოს ბაგრატიონები ე ბ რ ა ე ლ ე ბ ი არიან და არა ქართველები !!!
ყოჩაღ!
17 დეკემბერი, 2011 წელი. 03:48
კარგი სიუჟეტი იყო
შოთა მაგარია
17 დეკემბერი, 2011 წელი. 03:51
თამარ მეფის შვილებს და შვილიშვილებსაც ტრაგიკული ბედი ჰქონდათ. შოთა მაგარია, მართლაც "რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია"
პეტრე-1
17 დეკემბერი, 2011 წელი. 11:52
ნოდარს;;;ბაგრატიონები: რომ ებრაელები ან სომხები ყოფილიყვნენ, დრეს საქართველო, კი არა ისრაელი ან სომხეთი იქნებოდა, ამ ადგილზე. და მაგაზე ლაპარაკის სურვილი ალბათ ებრაელებს ან სომხებს თუ გაუჩნდებათ ისტორიის გაყალბებისათვის. როგორც სჩვევიათ.
სამჭკუაშვილი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 12:38
რა საზიზღარი გენის მატარებელი ყოფილან ეს ბაგრატიონები. ტფუიიიი!!!!
17 დეკემბერი, 2011 წელი. 13:46
ტიპიური ქართველები, სკამის და თანამდებობის გამო ხოცავდნენ ერთმანეთს და დღესაც ეგრეა...ჟუნალისტს კიდე იმისთანა გულისამრევი ხმა აქვს , მომსმენა შეგზიზღდება ადამიანს. ბუნებრივად ილაპარაკეთ, რაა ეს ჩქარ-ჩქარა კითხვაში რომ ეჯიბრებით ერთმანეთს, ცოტა პაუზები გააკეთეთ შუაში. რობოტრბივით რომ ლაპარაკობთ.
ნინიი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 14:15
სულ შუგლი და შიგა მტრობა :(((((((
17 დეკემბერი, 2011 წელი. 14:39
ეგრე რა, ცოტა შემეცნებით, ცოტა ჰუმანურობით, არ გავკარი პოლიტიკას?
შორენა
17 დეკემბერი, 2011 წელი. 15:20
მიუხედავად თამარის სიდიადისა, საქართველომ მაინც წააგო დემნას განადგურებით! რაც არ ერგებოდათ, არც შეერგოთ, რას გავდა თამარის შვილების საქციელი? რა უქნეს მათ უძლიერეს სამეფოს? დემნასთან რითი იმართლებენ თავს იმ დროის ისტორიკოსები?
ნინიი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 17:21
ეს არავინ იცის დემნას ხელში რა ელოდებოდა.......
მარიამი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 17:41
აქ გასაკვირი არაფერია სამეფო ტახტისთვის ბრძოლა ყველგან ხდებოდა თუნდაც სარანგეთში,იტალიაში...
1993
17 დეკემბერი, 2011 წელი. 17:51
ჩემი აზრით ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო. წარმოდიგინეთ გიორგის შნო რომ არ გამოეჩინა შეიძლება ქვეყანა დზალიან ცუდ დგეში ჩავარდნილიყო, დემნაას არავინ ჩააგდებდა და საქართველოს ღორი დიდებულები ჩაიგდებდნენ. და სხვათაშორის გიოგი III ტამარს მოწესრიგებული "ხელში აყვანილი" ქვეყანა ჩააბარა და მერე თამარმაც როგორ წარმართა საქართველოს პოლიტიკა თქვენც კარგად იცით.
ლაშა
17 დეკემბერი, 2011 წელი. 17:53
არ შეიძლებოდა იმ დროს ქალის გამეფება... თამარ მეფეს, როგორც ქართველ ქალს, ძალიან ვაფასებ, მაგრამ შვილები ვერ გაზარდა და თავის მეფობაშივე შეარყია სახელმწიფოებრიობა ზედმეტი ლიბერალიზმით და მისმა გაუნათლებელმა იდიოტმა შვილმა საბოლოოდ დააქცია ქვეყანა - მწვადებს ჭამდა ქუთაისში, აქ რო თბილისს აოხრებდა ჯალალ-ედ-დინი. კაცი რო ყოფილიყო მეფე ჯალალ-ედ-დინთან ბრძოლაში ვერც ერთი სარდალი ვერ გაბედავდა იმას, რომ შალვა ახალციხელისთვის ჯარი არ მიეშველებინა და სახელმწიფოს ინტერესები შეეწირა საკუთარისთვის.
ლაშა
17 დეკემბერი, 2011 წელი. 17:57
და კიდევ... თამარ მეფე იყო წმინდანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მეფედ მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, როგორი სახელმწიფოც ჩაიბარა, ისეთივე გადასცა თავის შვილებს. არაფერი განსაკუთრებული არ აუშენებია და არ განუვითარებია, უბრალოდ იყო ძალიან დიდი მორწმუნე და მისი ლოცვის მადლმაც გადაარჩინა ქვეყანა. დემნა უფლისწული გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა პოლიტიკურად, ვიდრე თამარი, მეფობის შნო რო არ ჰქონოდა, ვერც მოაწყობდა იმხელა აჯანყებას.
ანტიბიოტიკი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 18:01
ელენე მადლობა
ისტორიასაც კითხულობთ :)?
17 დეკემბერი, 2011 წელი. 19:13
რა რთული გამოსაცნობია ამ სიუჟეტის მომზადების მიზანი :) მეცოდება ITV და მსგავსნი ... ისტორია ვინც არ იცის არაა აუცილებელი კომენტარი დაწეროთ
ანა
17 დეკემბერი, 2011 წელი. 19:15
ცარსულის ექსპერტები ნუ ვიკნებიტ. მტავარია ცარსულში დაშვებულმა შეცდომებმა დრეს მაინც გვასცავლოს ჭკუა.
KET
17 დეკემბერი, 2011 წელი. 20:23
უარესებიც ხდებოდა სხვა სამეპო დინასტიებსი.
17 დეკემბერი, 2011 წელი. 20:28
ისტორიასაც>>>>>> მარტალი ხართ .არაა საჭირო უაზრო ღაღადი
17 დეკემბერი, 2011 წელი. 21:09
ისტორიასაც კითხულობთ :)?-ს შე უბედურო შენ კითხულობ ისტორიას??? დემნა ბატონიშვილის ისტორია აიტივის მოგონი თუ გგონია განათლებული ყოფილხარ ნამდვილად :))
შოდა
17 დეკემბერი, 2011 წელი. 22:27
"ტიპიური ქართველები, სკამის და თანამდებობის გამო ხოცავდნენ ერთმანეთს" - ამ სიტყვების ავტორს მინდა ვკითხო: თქვენ როგორ შვებით, თქვენში არ ებრძვიან ერთმანეთს? მერე კიდევ სახელი დაწერე ვინცა ხარ! -ეს ტიპი საქართველოს ზიზღს აფრქვევს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპულ ისტორიაში ათობით კი არა ათასობით უარესი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ის ჩვენი გალანძღვის შანს ხელიდან არ უშვებს. დარწმუნებული ვარ თვითონ ეგენი მთელი თავიანთი ისტორიით ყარენ, ან საერთოდ არ გააჩნიათ ისტორია. მინდა ამ ტიპს ვუთხრა. ის რასაც თქვენ ჩადიხართ ქართველი ერის მიმართ, განა ბოროტება არაა? განა თქვენ გაცილებით ბინძურნი არა ხართ, ვიდრე ათასი ჯურის მკვლელები? - მინდა ჩვენს ახალგაზრდებს ვუთხრა: ისწავლეთ თეთრისა და შავის გარჩევა! ასთი ნაძირალები სხვადასხვა გაზეთების რედაქციებშიც ბლომად სხედან. ისინი ხშირად ასე იქცევიან: შემოაგდებენ რაიმე თემას და მერე დაგვცინიან იმაზე, თუ როგორ უკომპრომისო კამათ ვუწყებთ ერთმანეთს (ისინი ამას ერთმანეთის დაჭმას უძახიან). გამოფხიზლდით, გამაგრდით და გაძლიერდით! ამინ!
კოსტანტინე
18 დეკემბერი, 2011 წელი. 00:13
ჩვეულებრივი ძველი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტრაგიკული ამბავია.მსგავსს და უარესს იპოვით საფრანგეთის, ინგლისის ისტორიაში.ისინი არ მალავენ, არ ალამაზებენ, აანალიზებენ და ღირსეულად ასახავენ ლიტერატურაში. გაიხსენეთ ფრანგული ,,დედოფალი მარგო", შექსპირის ქრონიკები.რიჩარდ მესამე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეფე იყო ინგლისის ისტორიაში და ამავე დროს საშინლად პირსისხლიანი, შექსპირმა მისის მორალური მხარე წამოწია წინ და შედევრი შექმნა. მეფე ერეკლემ, ამ ყველაზე საყვარელმა ,,სახალხო მეფემ" თავის ოპოზიციონერებს ცხვირპირი დააჭრა და მყესები გადაუჭრა. იმ დროს ასეთი ხერხებით იბრძოდნენ ტახტისთვის,რაც სულაც არ ნიშნავს იმას,რომ დღესაც ასე უნდა იყოს. მე ვფიქრობ, ისტორიში ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო...
დავითი
18 დეკემბერი, 2011 წელი. 01:37
თუ სამეფო დინასტიებზე მიდგა საქმე მომავალში იქნებ შევცვალოთ სხვა გვარით ბაგრატიონები მაგალითად სამთავრო გვარებით ასეთი ოთხი გვარია საქართველოში შარვაშიძე, დადიანი, გურიელი,დადეშქელიანი არცერთი ბაგრატიონზე ნაკლები არაა თანაც შარვაშიძეების ვარიანტი პოლიტიკურადაც გაამართლებდა აფხაზეთის საკითხში მათ ძალიან დიდ პატივს სცემენ აფხაზები დღესაც განსხვავებით ბაგრატიონებისა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში . დროა შევცვალოთ სამეფო დინასტია დავითი
18 დეკემბერი, 2011 წელი. 01:47
საქართველოსთვის ცუდი შედეგი ის არის, რომ თამარის გამეფებით ბაგრატიონთა შტოს მაგივრად, ოსების შტო გამეფდა და 600 ქელი მათი შთამომავლები მართავდნენ ქვეყანას
არლეკინი
18 დეკემბერი, 2011 წელი. 04:16
დემეტრე I გენიაური დიპლომატი და დიდი მეფე იყო, რომელმაც შეძლო და მეგობრული ურთიერთობები ააწყო სპარსებთან, არაბებთან და ყველა თურქულ სახელმწიფოსთან, ამით შეინარჩუნა მისი მამის დანატოვარი, შემდგომში კი კიდევ უფრო გააფართოვა გავლენა რეგიონზე განძის აღებით. მის გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ დავაყენებდი. სუსტ დავითს მან არჩია უფრო ძლიერი გიორგი და ამ გზამ საქართველოს ოქროს ხანა მოუტანა. დემნა ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეწირა. აუცილებლად გამოსაშვები სისხლი დიდმა დავით აღმაშენებელმაც გამოუშვა თავის დროზე, მაგრამ ამის გამო მას არავინ აკრიტიკებს. დემეტრე I უდიდეს ქართველ მეფეთა შორის ღირსეულად იკავებს ადგილს.
18 დეკემბერი, 2011 წელი. 07:25
პეტრე-117 დეკემბერი, 2011 წელი. 11:52 ნოდარს;;;ბაგრატიონები: რომ ებრაელები ან სომხები ყოფილიყვნენ, დრეს საქართველო, კი არა ისრაელი ან სომხეთი იქნებოდა, ამ ადგილზე. და მაგაზე ლაპარაკის სურვილი ალბათ ებრაელებს ან სომხებს თუ გაუჩნდებათ ისტორიის გაყალბებისათვის. როგორც სჩვევიათ. --------------------------- ----------------------------------------- --------------- არც გაა ტრა კოოოოოოო. ებრაელები არიან ,სომხეტიდან შემოსული.
ვარგოგი
18 დეკემბერი, 2011 წელი. 11:29
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს გამოვლილი ანალოგიური სიტუაციები. ისე ბაგრატიონები თუ ებრაელები იყვნენ, არც მაგას უშავს რამე. აბა ოდარის გვარისანი ხომ არ იქნებოდნენ :). გაიხსენეთ ფარნავაზის ქართველობა....... მერე რა, არ იყო კარგი ქართველი????
ანა
18 დეკემბერი, 2011 წელი. 17:25
დავიტ სოსლანის ცარმომავლობის შესახებ ყველაპერი გარკვეულია და ახალი ისტორიის შეკმნას ნუ დავიცყებტ. რაც შეეხება დემნას, ძალიან ტრაგიკული ისტორიაა. ტუმცა შედეგი ღირდა ალბატ ამ მსხვერპლად. შუა საუკუნეები ყველგან ასეტი სასტიკი იყო და ჩვენ არ ვარტ გამონაკლისები. სხვა დინასტიების სინდისსზე ბევრად სამარცხვინო ისორიებია. და კიდევ ერტი. არ გვინდა ჩვენ საკუტარ ისტორიაზე ასეტი ცინიზმიტ ლაპარაკი. ყველაზე კარგი ჩვენ ცარსული გვაკვს და გული მტკივა ზოგიერტი კომენტარის ცაკიტხვისას.
შოდა
18 დეკემბერი, 2011 წელი. 20:12
მორიგი დემაგოგია! ახლა ოსების შტო. ოსები ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ პირველი 30-50 წელი. ისიც ნაწილობრივ. მერე რა? ბაგრატოვანთა შორის ძალიან ბევრი ჭკვიანი და ძალძედ ჭკვიანები იყვნენ. ამიტომ ძალიან საეჭვოა მათ რაიმე ოსური ჰქონოდეთ! ოდესმე ხომ უნდა დაანებოთ ჯაყოობას თავი?
შოდა
18 დეკემბერი, 2011 წელი. 20:15
"საქართველოსთვის ცუდი შედეგი ის არის, რომ თამარის გამეფებით ბაგრატიონთა შტოს მაგივრად, ოსების შტო გამეფდა და 600 ქელი" - მორიგი შემოგდებული დემაგოგიაა! საინერესოა გვითხრას ვინ არის?
ირენა
19 დეკემბერი, 2011 წელი. 09:55
ძველის ქექვას თავი დაანებეთ, ეხლა რა ხდება?, "სკამისთვის"? ისტორია არ მეორდება?
რუსიკო
19 დეკემბერი, 2011 წელი. 13:14
ვინ მოთვლის ,რამდენი დემნაა საქართველოს ისტორიაში...რამდენი სისხლითაა დამძიმებული ჩვენი ყოფა...ამიტომაც არაფერი მიკვირს,რაც დღეს ხდება...
მაია
19 დეკემბერი, 2011 წელი. 15:36
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ეს ჩვენი ისტორიაა! რაც შეეხება თამარ მეფეს, ვფიქრობ, საქართველო აღმაშენებლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ინერციით მიდიოდა.
დიმა
19 დეკემბერი, 2011 წელი. 17:21
ვინმემ თუ იცის ბაგრატიონების გვარი საიდან მოდის?სომხეტიდან მეგობრებო სომხეთიდან,ამის არიარება არც ერტ ქარტველს არ გვინდა მაგრამ ფაქტია...ბაგრატიონები გახდნენ მანამდე კი როგორც ისტორია ამბობს ბაგრატუნები იყვნენ...რაც შეეხება დემნას სიკვდილს ეს ცოდვა დღემდე მოყვება ქართველ ერს.
მერაბ კოსტავა
20 დეკემბერი, 2011 წელი. 10:16
დიმა------10000000000000 პროცენტ
ნინია
22 დეკემბერი, 2011 წელი. 11:39
თუ ადამიანი ცოტათი მაინც სცემს საკუთარ თავს პატივს,იმ თემაზე არ უნდა ილაპარაკოს რაც არ ესმის.ბაგრატიონების ებრაელობას რაც შეეხება,ისინი მართლაც დავით მეფის (მეფსალმუნის)შთამომავლები არიან,ეს მათი საგვარეულო სიგელებითაც მტკიცდება,მაგრამ ეს სასირცხვილო კი არა საამაყოა,რადგანაც როგორც ძველი აღთქმიდან ვიცით დავითი ღვთის რჩეული,მირონცხებული მეფე იყო.თვითონ ქარტველებს რაც შეგვეხება,თარგამოსი,რომლის შთამომავლებადაც მოვიხსენიებით ქართველები და რომლის რვა შვილიდან დაედო სათავე კავკასიის რვა ერს(მის შვილებს შორის იყნენ ქართლოსი და ჰაიოსი იაფეტის დისშვილი იყო.ერთი ჭეშმარიტი ღმერტის თაყვანისმცემელი,ისევე როგორც მაშინდეი ისრაელის ერი.
ნინია
22 დეკემბერი, 2011 წელი. 11:56
დავით სოსლანს რაც შეეხება,არც ის იყო ოსი,როგორც აქ მოიხსენიებს ზოგიერთი.ბაგრატ IV-ს ოვსთბატონიშვილი ალდესგან შეეძინა ვაჟი,რომელიც მარიამის(ბაგრატ IV-ის პირველი ცოლი,რომელიც საკმაოდ მკაცრი და ძლიერი ქალი იყო,ბერძნული წარმომავლობისა)გავლენით შვილად არ აგიარეს,რადგანაც მარიამი თვლიდა,რომ ამ ბავშვის სახით მის შვილებს ტახტის კონკურენტი გამოუჩნადა,ალდე მამასთან დაბრუნდა და შილიც წაიყვანა.მის შთამომავალი იყო დავით სოსლანი ანუ ბაგრატიონთა გენისა,ამიტომაც დართეს თამარს ნება ექორწინა მასთან,სხვა შემთხვევაში ქართველ მეეფეებს კანონით ეკრძალებოდათ ქორწინება ადამინთAნ,რომელიც მისი დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე ქართველური ან სხვა ტომიდან იყო.(ამის გამო არ აღიარეს ლაშ-გიორგის ქორწინება ლილესთან,რომელიც იტორიაში გლეხის შვილად მოიხსენიება)
25 დეკემბერი, 2011 წელი. 11:39
აბა,როგორ გინდა მეფობა!? ყველა მეფის უპირველესი ნაბიჯი კონკურენტების მოშთობაა,მათ შორის ძმებისაც.იმედია მეფობა აღარასდროს აღდგება.
იკა
25 დეკემბერი, 2011 წელი. 14:10
ამსტატიის პატრონს,ვინმიცა უპლება,მოსაზრებების ხარჯზე რო ესეტემას ეხება.არის მოსაზრება რომ...როცერტ ,სასკარტველოს ისტორიას ესე უვიცი და უგვანოხალხის გამო დამახინჯება არუცერია,და მადლობა უპალს ამისგამო.მეტსკიარაპერს აკეტებდენ ჩვენი კვეკნის მომტრე მემატიანენი,ცდილობდენ რომ ჩვენიისტორია დაემახინჯებიატ და ახცევდენ ამას სამცუხაროდ ზოგჯელ.ტკვენ ბატონო,ვინცუნდაბრდზანდებოდეთ ამსტატიისპატრონი,იგივეს აკეთებთ.
ნ.ასანელი
26 დეკემბერი, 2011 წელი. 06:59
აქ წარმოდგენილ კომენტართა უმეტესობა ავტორთა დღევანდელ პოლიტიკურ შეხედულებებზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ისტორიით დაინტერესებაზე.ეს ტელევიზიაც პოლიტიზირებული ყოფილა.
19 იანვარი, 2012 წელი. 17:40
ერთი მართლი და ჭეშმარიტი საქართველოს ისტორია წამაკითხა
19 იანვარი, 2012 წელი. 19:42
და ის ფაქტი, რომ ეკლესიამ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, თანახმა გახდა ,,ოპოზიციონერთა,, წყევლაზე, ამაზე რატომ არ ამახვილებთ ყურადღებას??? ჩვენ ხომ მართმადიდებლები გვქვია და სხვა რელიგიებთა შორის ,,სუფთა,, ლაქებით გამოვირჩევით?!
23 იანვარი, 2012 წელი. 13:39
ამგვარი ისტორიები შუა საუკუნეებში ყველგან ყოფილა და მომხდარა (მაგ. თუ წაგიკითხავთ მორის დრიუონის ციკლი "დაწყევლილი მეფეები"), არც ჩვენ ვართ გამონაკლისნი. ამაზე ნურც ვაი-ვაის ავტეხავთ და კომპლექსებსითაც ნუ დავიტვირთვბით. მივიღოთ როგორც მომხდარი და გავაანალიზოთ, გავითვალისწინოთ
ანა
30 იანვარი, 2012 წელი. 20:35
ნ.ასანელს ვეთანხმები რადგან ეკლესიის მოსყიდვა ფულით ყოვლად მიუღებელია ორივე მხარისთვის და ტახტისტვის(თანამდებობისთვის) მკვლელობა ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც ხდებოდა როგორიც ინგლისია...
ელენე IX.3
30 იანვარი, 2012 წელი. 22:55
ბრძოლა ტახტისთვის ჩვეულებრივი პროცესი იყო ქართველი მეფეებისთვის.მე ვემხრობი დემნა ბატონიშვილს. ჩემი აზრის დემეტრეს დაბრუნება ტახტზე პოლიტიკური უნდა ყოფილიყო, თავისი უმცროსი ვაჟის საასიკეთოთ.თან ფაქტი გვაქვს რომ უპირატესობას ანიჭებდა უმცროს ვაჟიშვილს.მამის(დემეტრეს) სიკვდილის შემდეგ კი ტახტი ვაჟზს(ამ შემთხვევაში უკვე გიორგი III-ს)ეკუთვნოდა.დემნა ამ ისტორიაში მსხვერპლის როლს თამაშობს.
ელიზავეტა
05 თებერვალი, 2012 წელი. 22:31
რაც უფრო ძლიერია ხელისუფალი, მით უფრო პირსისხლიანია ის, არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო ისტორიაშიც იკვეთება ასეთი პერსონაჟები. უბრალოდ ქართველებს ჩვევიათ სამარცხვინო ფაქტების შელამაზებულად გადმოცემა, ან სულაც მიჩქმალვა :)
მე
05 თებერვალი, 2012 წელი. 22:55
სამარცხვინო ფაქტების შელამაზება და მიჩქმალვა კი არა,ეააშკარაოზე სასირცხვილო მომენტების გამოტანა ევასება ქართველებს!არცერტი ერი თავის ისტორიის სამარცხვინო ფაქტებზე არ ამახვილებს ყურადღებას ისე როგორც ჩვენ.
მე
05 თებერვალი, 2012 წელი. 23:10
აღმაშენებლის შექმნილი სახელმწიფო ძალები ამათ ერთმანერთის წინააღმდეგ გამოიყენეს,ასე ხდება როდესაც არაფრის მაქნისი მოჯდება ხოლმე ვიღაცის ჭირის ოფლით შექმნილ ცხოვრებაზე!რანი ვართ ეს ქართველები ჰა..?))ერთმანერთის წინააღმდეგ,ერტმანერთის ჩასაძირად ყველა ღონეს ვხმარობთ ხოლმე...მტერთან კურდღლობა გვიყვარს ხშირად...ფაქტი სიმართლე
მემე
05 თებერვალი, 2012 წელი. 23:21
დემნა ბატონისჰვილის " ბ ა ბ უ ა" მომეწონა... მაგ პერიოდიკას გადახედეთ თუ ეს სუტYვა იხმარება? ნუ ამახინჯებთ .( იხილეთ შოტას ვეფხისტყაოსანი და სულხანსაბას ლექსიკონი.სჰეგიზლიატ მიხეილ ჯავახისვილსაცდაეყრდნოთ)
მე
06 თებერვალი, 2012 წელი. 00:03
ჯავახიშვილის დაწერილი ისტორია,მართალია ძვირფასი მასალებითაა გაჯერებული,მაგრამ ძირი აზრი ქართულისა და ქრისთიანობისა,რაზეც არის ჩვენი ისტორია აწყობილი, მოკლებულია მის ნაწერში.ეს ალბათ კომუნისტური ძალიხმევით არის ნამოღვაწარი! და არა მარტო მის ნაწარმოებებში...ისინი გადაურჩნენ გადასახლებას და რეპრესიებს არა შემთხვევით ჩემი აზრით...ითონიშვილზეც შეიძლება ამის თქმა...გადააკეთეს ისტორია,როგორც შეიძლებოდა ღმერთი და სარწმუნოება ამოიღეს ისტორიიდან,უმაგისოდ კი საქარტველოს ისტორია ყალბია და არა სიმართლესტან დაკავშირებული,შემიძლია რამოდენიმე მაგალითიც მოგიყვანოთ,ვისაც ჩემი ნაწერი სიმარტლედ ვერ აღიქვით.ესენი იყვნენ ძველი ჩეკისტები,ან მათთან შეკრული (მამულიშვილები)
ერთ-ერთი ქართველი
06 თებერვალი, 2012 წელი. 18:59
კიდევ ერთი ქართული სირცხვილი
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:07
ამათმა წაგვართვეს ისტორია,გაყალბებული ისტორიით ვასწავლით საკუთარ ხალხს..სომXებმა ამის მეერე დაიწყეს ჩვენი ისტორიის ვერაგულად მოპყრობა,ისინი ხომ პირველები მიხვდნენ რომ საქართველოს ისტორია აღარ ჰქონდა,ჩვენივე სახელოვანი ისტორიკოსების მრავალწლიანი შრომის მიღწევით!
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:11
დღეს ჩვენ უნდა ვეძიოთ თუ რამის კონკრეტულად პოვნა გვინდა ისტორიის საკითხებში,ირანის,ტურქეთის,ბიზანტიის ან კიდე ჩვენი საყვარელი და სიკეთის მსურველი სომXების წყაროებში,
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:13
მართალია სომხებს სათავისოდ აქვს ყველაფერი შეცვლილი..
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:15
მაგრამ გარკვევა არა ძნელი სად და რა დონეზეა გადანაკეთები
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:16
დღევანდელ დღეს რაც გვაქვს საქართველოს ქართული ისტორიის დოკუმენტები,სავსებით არაა დამაკმაყოფილებელი და არის გაძარცვოლი..(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)ღვთის წყალობით ზოგი რამეები არის შემორჩენილი,რასაც კომკრეტულად უკავია ჩვენი ისტორიის სადავეები მძლავრად!
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:18
მაგრამ საკმარისი არაა,საჭიროებას მოითხოვს ამ თემაზე სახელმწიფომ სერიოზული სამუშაოები ჩაატაროს
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:19
.....აბა სახელმწიფო? სადაა? ....
06 თებერვალი, 2012 წელი. 20:20
არის.ოღონდ ისიც სომხების ხელშია..
მაია
07 თებერვალი, 2012 წელი. 02:06
ტახტი დემნას ეკუთვნოდა,ეს უდაოა.უკანუნოდ მიითვისა და წარსტაცა ბიძამ,თან თვალები დასთხარა ძმისშვილს, რათა მეფობა ვერასოდეს შესზლებოდა და დაასაჭურისა შთამომავლობა რომ არ ჰყოლოდა.უსაზიზღრესად მოიქცა გიორგი და თან მაშინ, როცა თვითონ არც ეკუთვნოდა ტახტი და არც მემკვიდრე ჰყავდა.ერთი წუთით წარმოიდგინეთ თამარის პირველი ქმარი, გიორგი რუსი(ბოგოლიუფსკი)ნორმალური მამაკაცი რომ აღმიჩენილიყო და ტეხტის მემკვიდრეები ბოგოლიუფსკები რომ გაგვმრავლებოდნენ....ან დავით სოსლანი შემთხვევით ბაგრატოვანთა ოსური შტოს წარმომადგენელი რომ არ აღმოჩენილიყო, რომელი დინასტიის ხელში გადავიდოდა საქართველოს სამეფო...დემნა-ორბელების აჯანყების ჩახსობისას საქართველოში დატრიალდა უდიდესი ცოდვა,დაიღვარა ქართველთა სისხლი და სასტიკად დაისაჯა ტახტის კანონიერი მემკვიდრე.ეს ცოდვა კარგად იცოდა თამარმაც, ვფიქრობ აწუხებდა კიდეც, ცდილობდა თავისი მამის ჩადენილი ცოდვები მოენანიებინა, მოენანიებინა იმის ფლობა(ტახტის), რომელიც მას არ ეკუთვნოდა.მან ხომ სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრებაც აკრძალა, დღე და ღამე ლოცულობდა....აი, შვილები კი მართლა ,,დარმაიედები"გაზარდა...ასე, რომ დემნას მერე ბაგრატოვანთა ცოდვიანი საგვარეულოს საქმე უკან-უკან წავიდა და საქართველოს ძლევამოსილებაც წარსულში დარჩა...
11 თებერვალი, 2012 წელი. 15:22
გეთანხმები
გორდა
20 თებერვალი, 2012 წელი. 14:23
ბგარატიონები "სასპერების"(სპერის) ქართული ტომიდან მოდის და არა სომხეთიდან... სწორედ ბაგრატიონები მართავდნენ სომხეთს ერთი პერიოდი "ბაგრატუნების" გვარით მაგრამ იქ ჩვენმა დინასტიამ ფეხი ვერ მოიკიდა... ასე რომ პირიქით არის ყველაფერი, ვიღაცეებისთვის რაც არ უნდა სამწუხარო იყოს... და კიდევ ერთი დამისახელეთ დინასტია მსოფლოს მასშტაბით რომელმაც ამდენ საუკუნეს გაუძლო? ვერ დამისახელებთ... ასე რომ ძალიან გთხოვთ რა ჩვენ სიამაყეს ვიგაც ევროპელ "შიზოფრენიკ" მეფეებს ნუ ადარებთ....
21 თებერვალი, 2012 წელი. 15:39
დემნა არ შეუტია,მოერიდა სისხლისღვრას თორემ ბიძამისს დაამარცხებდა... იგი ჰუმანიზმმა დაღუპა...
26 თებერვალი, 2012 წელი. 15:34
აი, რა შუაშია ქართველების ლანძღვა?! რა, შუა საუკუნეებში სხვა ქვეყნებში არ ხოცავდნენ და თვალს არ სთხრიდნენ მეტოქეებს თუ მაინცდამაინც ქართველებს გინდათ აჰკიდოთ ყველა ცოდვა?! საზიზღარო ნიჰილისტებო, ვისაც საკუთარი ერის და გენის რწმენა არა გაქვთ, ყველანი მეზიზღებით!!!! სულ ასე, სხვისი ფულების შემყურედ და სხვისი ,,ოცნებების" მონებად იქნებით მთელი ცხოვრება!!!!!!!!!!!!
26 თებერვალი, 2012 წელი. 15:38
სწორედ ჯავახიშვილის, ჯანაშიას და სხვათა და სხვათა დამსახურებაა, რომ დღეს ისტორია გადაგვირჩა.... აბა რა გინდოდათ, მხოლოდ ღმერთზე ეწერათ და შემდეგ წერა ციმბირში გაეგრძელებინათ?! საიდან ამდენი ანტიქართული ელემენტი..... გასაცხრილია რა, ჩვენი აზროვნებაც და ხალხიც, ყველა თავის ,,პატრონს" უნდა შევუსახლოთ შესაბამის ქვეყნებში, რომ აქ ქვეყანა აღარ მოგვიწამლონ.... ბირჟის პოლიტიკოსები და ისტორიკოსები!!!!!!!!!!!!!!
26 თებერვალი, 2012 წელი. 17:00
უსახელოს: სწორედ ჯავახიშვილის, ჯანაშიას და სხვათა და სხვათა დამსახურებაა, რომ დღეს ისტორია გადაგვირჩა.... აბა რა გინდოდათ, მხოლოდ ღმერთზე ეწერათ.... აქ უკვე შენ ბაგაჟზე გეტყობა რა მცირე ხარ და ერთ უჯრედიანი.სწორედ მათ გაანადგურეს რეაალური ისტორია და ჩაანაცვლეს თავისი შეთხზული კომუნისტებისგან გაფილტრული ისტორიით,და ამის იქით რომ აზროვნების უნარი არ გაგაჩნიათ,ხმა მაინც ჩაიწყვიტეთ უღმერთო,უეროვნობო,გაურკვეველო სქესის ადამიანებო
გიორგი კ
26 თებერვალი, 2012 წელი. 22:11
რატომ თვალთმაქცობთ, ქართველმა ისტორიკოსებმა კარგად იციან დავით V -ის ცოდვებიიც და ისიც, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ამბოხებულ დემნა ბატონიშვილს დიდებულების უმეტესობამ. მიზეზი - ანტიქართულია. ჰკითხეთ მცოდნე ისტორიკოსებს და დაგიზუსტებენ. ნუ აყალბებთ ისტორიას
04 მარტი, 2012 წელი. 14:48
ვალერიანე.კარტველები რომ დიდი მეომარი ხალხია ამას ისტორია ამტკიცებს,რამოდენიმე საუკუნის ცინ,დავიტ აგმასენებლის პერიოდში ,მეპის კარისკაცები იკვნენ ლეზუმლები და რაზველები,ერტერტი კუტხის ცარმომადგენლები რომლებიც იკვნენ ერტგული ტავისი მეპპისა და კვეკნის, ლეზხუმლებმა რა იციან გალატი,ის ტუ ადამიანს გვერდიში დაუდგება სიცოცხლის ბოლო ცვტამდე მის გვერდში იკნება,არ იკიდბა მისი სინდისი და ნამუსი, არცერტ ოკროზე,და ბრილიანტზე.ამიტომ იკვნენ საკოპალიანოს გვარის ბიზები, მეპისგან დაოპასებული,საერტოდ რაზა ლეზუმის ხალხი,კველგან ამტკიცებს ისტორიულად,რომესენი არიან საუკეტესო მარტველები ქვეკანაში,ტამარ მეპის დროს ტავი ისახელეს,ბრდოლებსი.ტამარის ადგილ სამკოპელზე საიდუმლო მარტო ლეხუმლებზე იკო მინდობილი,ამ ზკვიზნ ხალხს ვერ იტანდენ მოცინაგმდეგე,კვეკნების მარტველები.საომარი სტრატეგია კონდა საუცხოვო,ანადგურებდნენ, რაც შედზლოტ მაგრამ უპალი მატ ხელს უცკობდა,იკვნენ სასულიერო პირები, მტელს საკატრტველოში,ასცავლიდნ ენ ცერა კიტხვას, კარტველებს კარტულ ენაზე,იკვნენ საეკლესიო მიცევბის მარტველები,რომელიც იმ პერი ო დისტვის მეპისტვის ცარმოადგენდა მეპესტან დახლოვებულ პირებს,კარგად ესმოდატ ეკონომიკური მარტვა კვეკნის,დადიანების ისტორიდან გამომდინარე ,დადიანს სულ მისი ჯისის ხალსხი გალატობდა, სამეგრელოს დასაცავად ენდობოდა ლეზხუმლებს და რაზველებს,სვანებს,საუკუნების მადზილზე კარტველები იცავდა სამეგრელოს ოდიშს მტრებისაგან, მეგრელები ისეტი შურიანები იკო არ ინდობდნენ დანიანების საგვარეულოს,დაიანების გვარის გამგდზელებელი ერტერტი ლეზხუმელი ბიზია, რომელსაც დადიანმა, უბოდზა,ტავდობა,დაიანების დინასტიასი ბიზები არ იბადებოდნრენ,დგესაც ტუ საკარტველოს გადარზენს ეს ისლეზხუმლებია რომელტაც სემორზენილი აკვტ სიდის ნამუსი პატიოსნება,საკრტველო ზაუვარდატ სამარტავად სომხებს, მაგრამ ეს რდროებიტია, მალე კველას პასუხი მოეტხოვებატ, კვენის მარტველი უნდა იკოს ქარტველი,რომესაც ხახი გაკვება,სხვა ეროვნების ადამიანებმა ცოტა დაპიკრდიტ ნუ ბიგინობტ საკარტველოში,გვარ გადაკეტებული სომხები, ტავის გაზას იპოვნიან,და სხვა ერების ცარმომადგენლებიც.საკარტველო ქარტველმა უნდა მარტოს.
მარიამი
04 მარტი, 2012 წელი. 15:51
დემნა ,ცოდვა იყო მისი ასეტი ხვედრი
ინა
04 მარტი, 2012 წელი. 17:18
კარგი სიუჯეტი იყო
შორენა
18 მარტი, 2012 წელი. 16:30
გიორგის უზნეო და საშინლად სასტიკმა ქმედებამ, საქართველოს მოუსპო მომავალი! მერე რა რომ თამარი უდიდესია, ულამაზესია, უსათნოესია! უსამართლო სისასტიკემ მაინც ვერ გამოიღო ნაყოფი და დაწყევლილი , ის აჯანყებულები კი არ შეიქმნა, არამედ- სრულიად საქართველო!!!
18 მარტი, 2012 წელი. 17:25
მარტალია დემნას ცოდა ახლაც დუგს საქარტელოსჰი. გიორგი რომ მხარსჰი ამოდგომოდა დემნას და ასეტი დზლიერი სახელმწიპო ცაებარებინა როგორიც ტამარს ცააბარა უპრო კარგი იქნებოდა ტამარიც უპრო ბედნიერი იქნებოდა ასეტი მდზიმე ტვირტი არ დააწვებოდა გატხოვდებოდა ეკოლებობა კარგი მეუგლე მეპე არ იქნებოდა მაგრამ ბედნიერი ალბატ იქნებოდა ეგ მდზიმე ცოდვა მის სჰტამომავლებზ არ გადავიდოდა
ნენე
15 აპრილი, 2012 წელი. 18:17
შორენა, თამარი არ იყო უდიდესი და უსათნოესი. ფეხშიშველი სიარული არ შველოდა ქვეყანას. მან უძლიერესი ქვეყანა ჩაიბარა და სწორედ თამარის ხელში დაიწყო რღვევა საქართველომ და მისმა შვილებმა, ხომ საბოლოოდ დაღუპეს ქვეყანა.დავით სოსლსნი ედგა მხარში და მისით ინარჩუნებდა ძლიერებას.
გორდა
24 აპრილი, 2012 წელი. 23:41
ნუ ფაქტია რომ აღმაშენებელისნაირი "უნივერსალურები" არ იყვნენ მისი შთამომავლები მაგრამ არც უნიჭოები ყოფილან. დემდეტრემ (დავითის შვილმა) ღირსეულად შეინარჩუნა ტერიტორიები, მისმა შვილმა გიორგი მესამემ რომელიც აქაა მოხსენიებული ძალზედ გააფართოვა ტერიტორიები, იგი ძლიერი სტრატეგი იყო ამასთან სასტიკიც. (ეს მარტო ამ ქმედებაში არ ჩანს, მან მოაწყო ეგრედ წოდებული "უცნაური ლაშქრობანი" ანუ მძარცველური ლაშქრობები საქართველოს ტერიტორიაზე რაც ქართველი კაცის გუნებისთვის და შეგნებისთვის მიუღებელი იყო ამიტომაც ეწოდა "უცნაური") რაც შეეხება თამარს მას პირადადაც აქ ლაშქრობებში მიღებული მონაწილეობა. თუმცა მაინც სწორი შენიშვნაა რომ მარტო თამარი ამდენს ვერ გაახერხებდა დავით სოსლანის, შალვა ახალციხელისა და სხვა დიდებულების გარეშე. მაგრამ იმის თქმა არ შეიძლება რომ დავითის შთამომავლობამ უკან დასწია ქვეყნის წინსვლა. დავით სოსლანმა ირანის სულტანი გააქცია, გარშემო ხანები დახარკა და ირანის სულთნის დახტზე დაჯდა. რაც შეეხება ლაშა გიორგის იგი შეიძლება ქეიფის და ქალების მოყვარული იყო მაგრამ ამავე დროს უმამაცესი და უნიჭიერესი მხედართმთავარიც იყო. ლაშა გიორგის იმდროინდელი ქრისტანული სამყარო მესიად მიიჩნევდა, განსაკუთრებით ჯვაროსნები ელოდნენ მისგან სასწაულს და იერუსალიმის გამოხსნას. თუმცა სარბიელზე ახალი ძალა გამოჩნდა მონღოლების სახით და სრულიად უკუღმა განვითარდა მოვლენები... ამ პერიოდის შემდეგაც გვყავდნენ გენიოსი ბაგრატიონები მაგრამ ამდენი ვეღარ შეძლეს...
25 აპრილი, 2012 წელი. 21:07
ძალიან დიდ პატივს ვცემ თამარ მეფეს,მაგრამ მას არ ეკუთვნოდა სამეფო ტახტი ისევე როგორც გიორგი მესამეს.არამართებულმა მეფობამ დაგვტოვა უმემკვიდრეოთ,ვიღაც ოსი დავიჯინეთ მეფედ და მართეს მთელი 600 წელი ქვეყანა,ხოლო ქართველი კი მათი ხელქვეითი გახლდათ.
ანა
26 აპრილი, 2012 წელი. 18:25
დავიწყოთ იქიდან,რომ ყველაფერი რაც ხდება უზენაესის საქმეა. სიუჟეტს თუ სათანადოდ მოუსმინეთ, ნათქვამი იყო,რომ დემნა უფლისწული დიდგვაროვნებისთვის მხოლოდ საბაბი იყო აჯანყებისა. ფეოდალები დაუდგნენ მხარში უფლისწულეს, რადგანაც ძალაუფლების გაზრდა სურდათ. იქნებ დემნა, რომ გამეფებულიყო საქართველოში ის ცოდვა-მადლი, რაც სამთავროებად დაშლას მოჰყვა უფრო ადრე დატრიალდებოდა. მაშინ აღარც სათქმელი გვექნებოდა, რომ საქართველო ოდესმე იყო ისეთ მწვერვალზე, რასაც ოქროს ხანა უწოდეს. იქნებ, ის მოხდა, რაც ჩვენთვის უკეტესი იყო, იქნებ ჩვენი ამ პოლემიკით მხოლოდ უმადურებას გამოვხატავთ უზენაესისადმი? მოდით ერთად დავფიქრდეთ.
გიორგი
05 ივნისი, 2012 წელი. 17:40
ძალიან გთხოვთ ამ საგალობლის ლინკი მომეცით...
მამუკა
05 ივნისი, 2012 წელი. 18:38
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ საქართველოს მეფე არ სჭირდება.უკეთესს ვერაფერს მოიტანს,ახალი ინტრიგებისა და ერთმანეთის ჭამის გარდა.
ჯვაროსან
10 ივნისი, 2012 წელი. 22:54
როგორ გეტყობატ რო აზრზე არ ხარტ ჰა გაუნატლებელი ხარხი ხარტ
10 ივნისი, 2012 წელი. 23:03
დავით სოსლანი ბაგრატინონი იყო და და აგარავინ ტქვას ოსი იყოოო ტორე დ......
10 ივნისი, 2012 წელი. 23:04
ამატ უყურეტ ისტორიას რო ტელავენ და ბაგრატიონებს ვინც სომხები უწოდოს კიდე მე ვიცი რაც მერე
მარიამი
15 ივნისი, 2012 წელი. 14:36
ამ დიდი ცოდვის გამო იყო რომ საქართველომ დიდხანს ვერ შეირგო აღმავლობა და ძირს მალევე დაეშვა
მარიამი
15 ივნისი, 2012 წელი. 14:45
რა თქმა უნდა სოსლანი ბაგრატიონთა შთამომავალი იყო ეს ვინც არ იცის მართლა უვიცია და მეტი არაფერი, ასეთი ხალხი კომენტარს ნუ აკეთებთ :D
ჯვაროსან
21 ივნისი, 2012 წელი. 19:37
.
ჯვაროსან
21 ივნისი, 2012 წელი. 19:38
როგორც იქნა შეგნებული ქარტველიც არ გამოჩნდა
21 ივნისი, 2012 წელი. 19:43
დავით სოსლანი დედითაც და მამითაც ბაგრატიონი იყო
21 ივნისი, 2012 წელი. 19:44
რაც შეეხება სომხობას სომეხი პრეზიდენტიც გვეყოპა
ჯაყელი
26 აგვისტო, 2012 წელი. 21:46
საქართველოსაც იგივე ინტრიგები ქონდა სამეფო კარზე...ისე მე კრავაის დამსახურება მგონია ეგ ყოველივე!!!
ბაგრატ....
28 მარტი, 2013 წელი. 03:27
რა საინტერესოა ამდენი ხნის მერე ამ ყველაპრის წაკითხვა და შეჯამება. რამდენი გესლი და ღვარძლი გადგგროვებიათ ბაგრატიონების წინააღმდეგ. დამიჯერეთ ფრჩხილების კვნეტას ჰგავს ყველაფერი ეს და ვწუხვარ თითებიც არ შემოეჭამოს ზოგიერთს :)))
04 ივლისი, 2013 წელი. 12:43
კჯგდჰ
გიორი_19811
04 ივლისი, 2013 წელი. 12:44
ოე!
04 ივლისი, 2013 წელი. 12:45
სომხებო გეოფათ ამდენი თვალთმაქცობა!
04 ივლისი, 2013 წელი. 12:47
ბაგრატიონების სომხობას მარტო თქვენი ვითომ აკადემიკოსები ამტკიცებენ! მეტი არც არავიN! ამასწინ წავიკტხე ვითომ ქართველ ბაგრატუნებს იმიტო ედზახდნენ ბაგრატიონებსო , რომ თურმე საქართველოში ფრანგული მანერით საუბარი ყოფილა მოდაშიო და გვარიც ფრანგულ მანერაზე შეგვიცვლია ბაგრატუნებიდან ბაგრატიონებზეო!!!
04 ივლისი, 2013 წელი. 12:53
ჩვენ კიდე იმ დროს ბიზანტიას ვემეზობლებოდით მარა თურმე ჯერ არ სემდგარი ფრანგული სახელმწიფოს მკვიდრთა მანერაზე ვლაპარაკობდით უკვე!!
04 ივლისი, 2013 წელი. 12:58
ეს არის იმ უაზრო ტკულების გაგრძელება როგორიცაა: შოთა რუსთაველი- აშოტ რუსატამიანი ყოფილაო, სანტა კლაუსი კიდე სომეხიაო ან კიდე ჩემი უსაყვარლესი მაგალითი ლევაონ ვაჩიანი-თურმე ლეონარდო დავინჩი ყოფილაო და კიდე ბოლო ,,მარგალიტი" თვით ცვენი მაცხოვარიც იესო ქრისტეც (გმერთმა შემინდოს) სომეხი ყოფილაო
04 ივლისი, 2013 წელი. 13:05
მე-2 კომენტარს დავაზუსტებ მათთვის ვინც ისტორია ცუდად იცის!! ბაგრატიონთა გვარი მე-6 საუკუნეში გამოჩნდა საქართველოსი მაგ დროს კი საფრანგრთი საერთოდ არ არსებობდა !!500 წელს ხლოდვიგმნა შექმნა ფრანკების (და არა ფრანგების) სახელმწიფო და ფრანკები კიდე გერმანელი ბარბაროსები იყვნენ და რა კულტურაზე და მაგათ მანერაზე არის საუბარი ზაან მაინტერესებს)))
04 ივლისი, 2013 წელი. 13:06
ასეთი ,,მაგარი" ისტორიკოსები ყავთ სომხებს!!))))
მაია
19 თებერვალი, 2014 წელი. 13:01
დემნა ბატონიშვილს ეკუთნოდა ტახტი კანონით რა თქმა უნდა გიორგი მეფე სასტიკად მოექცა მაგრა მროგორც მეფე იყო ძლიერი უდაოა და თამარმა მისთვის ჩაბარებულ სახელმწიფო მარტო ლოცვით კი არ შეინარჩუნა და განამტკიცა ისიც იყო ძლიერი მეფე, მმართველი და სტრატეგი არ ჩამოუვარდებოდა კაც მეფეებს, და აჯობა კიდეც ბევრს, აცნობიერებდა რა თქმა უნდა იმასაც რომ ტახტი არ ეკუთვნოდა, განიცდიდა და ლოცულობდა ,იყო ჰუმანიტი მეფე, გაუსწრო დროს აკრძალა სიკვდილით დასჯა თან რომელ საუუნეში ამერიკაში დღესაც სიკვდილით სჯიან.ის წმინდანია არა იმიტომ რომ ლცულობდა, არამედ იმიტომ რომ იყო კეთილმსახური მეფე.შვილებს რაც შეეხება:გიორგი არ იყო სუსტი მეფე ,რუსუდანი კი საერთოდ კათოლიკე გახდა,ხდება შვილები ისეთი ვერ იყოს, როგორც მშობლები თუნდაც ასეთი ღირსეული მშობლის ხელში,თამარს ვერ დააბრალებ ამას,მან პირადად რწმენის და მეფობის საუკეთესო მაგალითი მისცა.მისი ლოცვა იქიდანაც ეწევა საქართველოს და ეხმარება.საამაყო მეფე იყო და მეამაყება!
კარინა!
18 მარტი, 2014 წელი. 15:50
მადლობა ავტორებს!
nana
01 სექტემბერი, 2014 წელი. 07:55
"purtxis ghirsi xar saqartvelov."
უპარტიო
02 სექტემბერი, 2014 წელი. 12:39
ხოო...მე ისიც გამიგია დემნა უფლისწული კაზანტიპის ჩატარებას აპირებდაო ნიკოფსიაში და ერთ-ერთი მიზეზიც ეგ ყოფილა განრისხებული ბიძის ...ასეთ უზნეობას როგორ ბედავო და დაუსაჭურისებია

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



პრეს-ნიუსი
სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია "ქრედიუმ ჯორჯია"-მ ერთგული მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქცია-გათამაშება მოაწყო
გამოკითხვა
რა ტიპის სიუჟეტებს ანიჭებთ უპირატესობას?
ხმის მიცემა   რეზულტატი
ინტერვიუ
რატომ დატოვა თოქშოუ პროფილი პროდუსერმა და რა ხდება GDS-ის კულისებში?
შენი ვიდეო
რა შეიძლება გააკეთოს ქართველმა შეყვარებულმა ბიჭმა, როცა მეორე ნახევართან ნაჩხუბარია
ხალხის აზრი
საკითხი,რომელზეც ვნებათაღელვა არ წყდება-როგორ აფასებს საზოგადოება პატრიარქის ეპისტოლეს?
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |
2014-09-29
visitor 27 392
visit 36 492
page 53 415
2014-09-30
  25 452
  32 825
  48 207