2010-03-0918:52 - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია
საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა ჟოაო სუარესმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის ის,რომ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი სწორედ საქართველოდან დაიწყო. დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს, შემდეგ კი კანცელარიას ეწვია. დღესვე იგეგმება ჟოაო სუარესისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაც.