ქართულად
 
 
 
 
   
 

2009-11-07 12:32 - Escada ინდოელმა მილიარდერმა იყიდა

escada4 გაკოტრებული გერმანული მოდის სახლის Escada -ს ახალი მფლობელი ინდოელი მილიარდერის ლაქშმი მითალის რძალი მერხა მითალი გახდა. გარიგების ფასი და შეთანხმების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

გერმანულ მედია-საშუალებებში Escada -ს ღირებულება 30 მლნ ევროდ არის შეფასებული. უახლოესი ორი წლის განმავლობაში ახალმა მფლობელმა კომპანიის განვითარებისათვის დამატებით 100 მლნ ევრო უნდა გაიღოს.

ქალის ტანსაცმლის მოდის სახლმა Escada -მ, სადაც 2300 ადამიანი მუშაობს, გაკოტრების შესახებ სასამართლოს აგვისტოში მიმართა. მანამდე Escada -ს შეძენას, უცნობ ინვესტორებთან ერთად, მიუნჰენელი ადვოკატი აპირებდა.

ლაქშმი მითალი მსოფლიოში უდიდესი მეტალურგიული კომპანია ArcelorMittal-ის მფლობელია. აპრილში ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა მითალის ქონება 10,8 მლრდ გირვანქა სტრელინგად შეაფასა.

თებერვალი 2010
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
გამოკითხვა

იკლო თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერამ საქართველოს მიმართ?

შედეგები »
Loading ... Loading ...
დღის ყველა სიუჟეტი
 
საკვანძო სიტყვები:

,

კომენტარები



დღის ყველა სიახლე
თქვენი რეპორტაჟი
 
   
    Copyright © 2009, CIMG LTD რეკლამა საიტზე             ელ-ფოსტა: info@itv.ge ტელ: (+995 32) 200 111