![]() |
"კრიზისი ზოგჯერ იქნება ჩრდილში და თავს პერიოდულად იჩენს, თუმცა არ მგონია, ის ოდესმე დასრულდეს," - აცხადებს ლადო პაპავა. ეკონომიკური ექსპერტი ფიქრობს, რომ დონორების დამსახურებით, საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა არ ემუქრება, თუ, რა თქმა უნდა, შეცდომას ხელსუფლება არ დაუშვებს. რას ფიქრობს ექსპერტი ახალ საგადასახადო კოდექსზე და არის თუ არა საქართველო წარმატებული ქვეყანა შემცირებული საგადასახადო ტვირთის გამო. ნახეთ ინტერვიუ ლადო პაპავასთან.
|
2009-08-17 17:14 - ეკონომიკური აღმავლობა თუ გარდაუვალი საფრთხე



































xom sheidzleba mtavrobashi ikvnen aseti profesionalebi da ara dilenantebis xrova.
diletantebis mindoda metkva
ბოლო პერიოდში მინდოდა ეკონომიკურ საკითხებს შევხებოდი…ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის შესახებ რამოდენიმე მოსაზრებას ჩამოვაყალიბებ, მინდა ლადო პაპავას რამოდენიმე წინადადებას შევეხო…სამწუხაროა, როცა ქვეყნის მთავარ მაკროკეკონომისტად აღიარებულ ”პროფესორს” წაროდგენა არ აქვს ბიზნეს ციკლების ნეოკლასიკურ თეორიაზე, სხვა შემთხვევაში არ იტყოდა: “კრიზისი ზოგჯერ იქნება ჩრდილში და თავს პერიოდულად იჩენს, თუმცა არ მგონია, ის ოდესმე დასრულდეს,” მართალია ბოლო პერიოდის გლობალურ ფინანსურ კრიზისს ანალოგი არ მოეპოვება, მაგრამ არცერთი ემპირიული გამოცდილება არ არსებობს იმის, რომ, უარვყოთ ეკონომიკის ციკლური განვითარება და სავარაუდო დაუსრელებელ კრიზისზე ვისაუბროთ…
BATONI LADO AR ASAXELEBS IM CURBELA SAMSHENEBLO PIRMEBS ROMELIC ,,DZVELI TBILISIS AXAL SICOCXLESHI” MONACILEOBS ESENIA:CENTRPOINTI,ARSI,AXISI,OLIMPIURI VARSKVLAVI,BAGEBI CITI GRUPI DA SXVA.ANU AM PIRMEBIS PATRONEBI CNOBILI PARLAMENTAREBI DA MATI AXLOBLEBI ARIAN.AMIS MERE RAGAC AGAR MJERA MATI KATILSHOBILEBISA.MERIIS DZVELI SHENOBA VIN IYIDA?
ახლა რამოდენიმე მოსაზრება გლობალურ ფინანსურ კრიზისზე. მართალია მიმდინარე ამერიკული ფინანსური კრიზისი ყველა განზომილებით უფრო მასშტაბურია ვიდრე მანამდე არსებული ფინანსური კრიზისები (სულ 18 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათ შორის: ესპანეთი 1977, ნორვეგია 1987, ფინეთი 1991, შვედეთი 1991, იაპონია 1992)მაგრამ საერთო ტენდეციების გამოკვეთა შესაძლებელია.
1. აქტივების ბაზრის ხანგძლივი და სერიოზული კოლაპსი
2. რეალური წარმოების შემცირება და უმუშევრობის გაზრდა
3. მთავრობის ვალის რეალური ღირებულების სერიოზული ზრდა
ისტორიული გამოცდილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფინანსური კრიზისის პერიოდში საშუალოდ ფასები real estate -ზე მცირდება 35.5%-ით და შემცირების საშუალო პერიოდია 6 წელი. უფრო დიდიa ფასების ვარდნა real equity-ზე, რაც საშუალოდ შეადგენს 55.9%-ს, ვარდნის პერიოდი კი შასუალოდ გრძელდება 3.4 წელიწადს. საინტერესოა უმუშევრობის ქცევა ფინანსური კრიზისის პერიოდში. საშუალოდ უმუშევრობა იზრდება 7 % პუნქტით, რაც დაახლოებით 4.8 წელიწადს ხორციელდება. უფრო დიდია ერთ სულ მოსახლეზე მშპ შემცირების საშუალო მაჩვენებელი, რაც საშუალოდ 9.3% შეადგენს, ხოლო საშუალო ხანგძლიობა 1.9 წელია, ბოლო ტენდენცია ზოგადად ყველა ტიპის კრიზისისთვის არის დამახასიათებელი. რეალური ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო ადრე იწყება ვიდრე უმუშევრობის დონის შემცირება, რაც ხშირ შმთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში შრომის დაცვის კანონმდებლობით არის გამოწვეული… ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში სავარაუდოდ უფრო სწრაფად მოხდება შრომის ბაზრის ადაპტირება, მოქნილი ხელფასების წყალობით….სახელმწიფო ვალის რეალური ღირებულების ისტორიული საშუალო ფინანსური კრიზისების პერიოდში არის 86.3%, რაც დიდ წილად მთავრობების ფისკალური პოლიტიკით არის გამოწვეული…დღემდე ეკონომისტებს არ მოუფიქრებიათ უკეთესი პოლიტიკა ეკონომიკის სტიმულირებისათვის ვიდრე ფისკალური პოლიტიკა, რომელიც მანამდე არსებულ ფინანსურ კეისებში, ეპსპორტის ზრდაზე იყო ორიენტირებული. შეიძლება იმუშაოს იგივე მიდგომამ არსებულ გლობალურ ფინანსურ კრიზისში? სავარაუდოდ არა, რადგან კრიზისმა მთელი მსოფლიო მოიცვა, იმისთვის რომ გაიზარდოს ერთი ქვეყნის ექსპორტი ამისთვის საჭიროა მეორე ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა. შეიძლება თუ არა ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკას ქონდეს სტანდარტული ეკონომიკური ეფექტი? სავარაუდოდ არა, რადგან მაგალითად დღეს ამერიკელები ყოველ დამატებით დოლარზე ზოგავენ დაახლოებით 5 %, როცა კრიზისის წინა პერიოდში ის მხოლოდ 0.2% იყო…ამდენად არ უნდა მოველოდეთ ფისკალურ ეფექტს….მაშ რამ შეიძლება იხსნას მსოფლიო კრიზისიდან? მე პირადად ვემხრობი აზრს რომელიც ნეოკლასიკური ეკონომიკის მთავარი თეზაააა. ეკონომიკის ტრასნფორმაცია, რომელიც პოზიტიური სტოქასტური შოკით იქნება გამოწვეული…თუ რა არის მსგავსი შოკის ალბათობა, ძნელი სათქმელია…თუმცა ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს რომ კრიზისში ადამიანი ბევრად უფრო შემომქედია…
ერთი არგუმენტიც ლადო პაპავას საწინაამღდეგოდ. ის ამბობს რომ საბაზრო ეკონომიკიდან გადახრა უკან გადაგმული ნაბიჯია და გულსხმობს მთავრობის ჩარევას რიგი კომპანიების გადარჩენის საკითხში….თუ მთავრობა ამ ნაბიჯს დგამს ნეპოტიზმზე დაყრდნობით, მაშინ ეს მართლა პრობლემაა…მაგრამ ლადო პაპავას ნათქვამში იკვეთება ჰაიეკისეული ფილოსოფია, რაც ჩემი აზრით ცოტა მოძველებულია. ახალი მიმართულებები ეკონომიკაში (Information Economics, Contract Theory, Mechanic design) ცხადყოფს აბსოლუტური საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანობის მოჩვენებითობას…როდესაც სახეზეა ინფორმაციული ასიმეტრიები, საბაზრო ეკონომიკას არ ძალუძს ”უხილავი ხელის” პრინციპით ეკონომიკის გაჯანსაღება…სწორი სახემწიფო პოლიტიკა, ინსენტივების მექანიზმების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება….მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პაპავასავით ”პროფესიონალებს” შესწევდეს უნარი დაეხმაროს ქართულ ეკონომიკას….
SOS, სამწუხაროდ,ეკონომიკისა არაფერი გამეგება და თქვენს მასალაში მოხმობილი მთელი ეს ტერმინოლოგიაც ჩინური ენის გრამატიკაა ჩემთვის…
მიუხედავად ამისა (თქვენი ოპონენტი ჩამირთავდა: თუ-ამის გამოო) გამიჩნდა აზრი,რომ მისი ავტორი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი ეკონომისტია.არა და,სააკაშვილის კადრების შემცვლელი არავინ ეგულება!..
ახლა,თქვენ რომ შემოგთავაზონ ეკონომიკის მინისტრობა,რას იტყოდით,- უი,არა,მე ვერ გავქაჩავ,ჯობია ისევ არველაძე დააბრუნოთო?!.
Mare, ჯერ ისევ ევროპაში უნდა წავიდე და სწავლის პროცესს მოვრჩე, ფიზიკურად ვერ შევძლებდი…..:)
თქვენი იდეა სოს შოკის შესახებ ისევ ნეობოლშჶვიკურია რაც არც მიკვირს
აჰა,დიპლომატიურად აარიდა თავი!..აბა,იმას კი არ იტყვის,მე სადა მაქვს არველაძისა და…რა ერქვა,თაროზე შემოდგმულ თოჯინას რომ ჰგავდა,იმ გოგოს ხელა ცოდნა,რომ ამ დარგს გავუძღვეო!..
SOS, ბატონ ლადოს არ ესაჭიროება თქვენნაირებისგან დაცვა და ამას არც ვაპირებ. მხოლოდ იმას გირჩევთ,რომ სანამ ევროპაში სასწავლებლად გაემგზავრებით და საკუთარ ეკონომიკურ “განათლებას” კიდევ უფრო “გაიღრმავებთ”,ჯერ ქართული ენა წესიერად შეისწავლეთ .
maka, როცა შოკზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ პოზიტიურ მეცნიერულ - ტექნიკურ პროგრესს, ნეობოლშევიზმი რა შუაშია:)))))) ეკონომიკაში ასეთ მოვლენებს, მაკროეკონომისტები პოზიტიურ შოკს, უწოდებენ, რადგან დღემდე არავინ არ იცის რა იწვევს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს, მართალია ნათამედროვე ეკონომიკრი ზრდის მოდელები ცდილობენ ამ შოკის ენდოგენურ ცვლადათ ქცევას, მაგრამ ჯერ დამაჯერებელი პორგრესი მიღწეული არ არის….და მაინც, რა შუაშია ნეობოლშევიზმი, თან ისევ:))))))
nin, ბოდიში ჩემი ქართულისთვის, მაგრამ მინდა გითხრა იმდენი ტერმინია ეკონომიკურ მეცნიერებაში, რომელსაც ქართული შესატყვისი არ მოეპოვება, თან ბოლო რამდენიმე წელია სულ ინგლისურად ვაზროვნებ და ვწერ, მომიტევეთ….და ნინ, ბატონი ლადო თქვენი ნათესავი ან ახლობელია მემგონი, თუ კი მაშინ გადაეცით რომ ასეთი და ასეთი პოსტია iTV-ze, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს შემიძლია დავამტკიცო მისი მცდარობა, რაასც აქ შევეხე…..
თან გადავიკითხე, ჩემი ნაწერი… იქნებ ”ნინ” მითხრა რას უწუნებ ჩემ ქართულს, თუ ინგლისური სიტყვები რომ შეამჩნიე, სნობად ჩამთვალე ეგრევე………
ბატონი ლადო ძალიან ძლიერი ეკონომისტი და კარგი პროფესიონალია და მისი ინტელექტუალური რესურსი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს. მაგრამ…ერთი მხრივ. დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში არ შედის ეს და, მეორე მხრივ, ბატონი ლადო არ დასთანხმდება ამ ხელისუფლების გუნდში მუშაობას. ერთხელ იყო ამ გუნდის წევრი პარლამენტში და მაშინაც არავინ უსმენდა სათანადოდ.