1 3 : 2 7
 | 

ქართველი გმირი ემიგრანტი, რომლის შესახებაც თითქმის არავის სმენია

   ძალიან ბევრი სტატია იბეჭდება, სადაც წერენ როგორი ცდები ვართ ქართველები, როგორ ვიფუჭებთ სახელს ყველგან, სადაც ფეხი დაგვიდგამს, როგორ ვღალატობთ ერთმანეთს და როგორ ვძარცვავთ იმ ოჯახებს რომლებმაც კარი გაგვიღეს და საშუალება მოგვცეს იქ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლებისგან განწირული ჩვენი ოჯახები ვარჩინოთ. ამის ფონზე, იკარგება ის კარგი საქმეები, რომელიც ქართვლებს გვიკეთებია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის წინაშე, არამედ უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეგობარი მანანა ჭყადუა, რომელიც იტალიის ერთ-ერთ ოჯახში პატარა ბავშვის მომვლელად მუშაობდა, ამავე ბავშვის გადასარჩენად საოპერაციო მაგიდაზე დაწვა და არ მახსოვს რომელიმე ქართულ პრესას ეს გაეშუქებინა, აქაურ პრესაშიც ერთი-ორი სიტყვა გაკვრით დაწერეს და მორჩა. სამაგიეროდ ეს ოჯახი, ვერ ამოდის მისი ვალიდან და ყველანაირად ცდილობენ რითიც შეუძლიათ იმითი გადაუხადონ სამაგიერო. მანანა, რამდენიმე წელი მუშაობდა ამ ოჯახში, ბავშვი სულ პატარა იყო როცა მისი მოვლა დაავალეს. საკუთარი შვილების სიყვარული, რომელიც თავისი დედის ამარა დატოვა ამ პატარაზე გადაჰქონდა. ერთ დღესაც თირკმელების უკმარისობით მოათავსეს ოთხი წლის ბიჭუნა საავადმყოფოში, მას თირკმლის სასწრაფო გადანერგვა ესაჭიროებოდა. მანანა არც დაფიქრებულა ისე გადაწყვიტა გაეგო გამოდგებოდა თუ არა დონორად და დადებითი პასუხისთანავე გდაწყვიტა ბავშვისთვის თირკმლის გადანერგვა! 

   დიახ, მან ვერ გაუძლო დედის უზარმაზარ ტკივილს, რომელიც საკუთარი შვილის ავადმყოფობას ძალიან მძიმედ განიცდიდა, თქვა რომ თვითონაც დედა იყო და იცოდა რას ნიშნავდა შვილის გასაჭირი, სწორედაც ხომ საკუთარი შილების გასაჭირმა გადააწყვეტინა ემიგრანტის ტვირთი ეზიდა! არავის არ ჯეროდა, როგორ შეეძლო ამ ადამიანს, ასე უანგაროდ ამის გაკეთება, თუმცა შეძლო! რას მივაწეროთ ეს? ქართულ სულისკვეთებას თუ ადამიაობას?! ადამიანურ ქართულ სულისკვეთებას! დიახ მეგობრებო! ახლა ის ბიჭუნა უკვე კარგადაა, მანანაც კარგადაა და უკვე მეორე პატარასაც უვლის, რომელიც ოჯახში მალევე შეემატათ! ვერ გეტყვით, რას არ აკეთებს ეს ოჯახი მადლობის გადასახდელად, მანანას თავისი შვილები ყოველ წელიწადს ჩამოყავს იტალიაში დასასვენებლად. მათაც ისე მიიღეს მანანას შილები, როგორც საკუთარი ოჯახის წევრები! ასეთი ისტორია, არ გვექნება ცოტა ჩვენ, ქართველ ემიგრანტებს!

   ხოდა გირჩევნიათ თქვენ, ვინც წერთ, რომ სახელს გიტეხთ, რომ ცუდ მაგალითს ვიძლევით, რომ სადაც ფეხი დავდგით ყვეგან ჩავისვარეთ, ყველგან საქმე გავაფუჭეთ! წყალი გამოივლეთ პირში და ჩვენს წინაშე ქედი მოიხარეთ სანამ ჩვენზე ალაპარაკდებით!

                                                                                                   ირინა ონიანი იტალიიდან


კომენტარები

მსგავსი სიახლეები