0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო" - გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

“უღრმესი მადლობა რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად!
უბედნიერესი ვარ!
#ძალაერთობაშია #ძალასიყვარულშია

ასევე მსურს მოგიწოდოთ რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში ,რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს.
არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შემფასებელისგან მიღებულ სუბიექტურ აზრს იჯერებენ და შემდეგ ჩერდებიან.არიან ადამიანები, რომლებსაც გულის ძახილი არ ასვენებთ და კიდევ მცდელობებს განაგრძობენ.
მე ბედნიერი ვარ რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა როგორც პიროვნება.
ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო რომ დღეს აქ ვყოფილიყავი,ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით რომ შეცდომა იყო ..
ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს , რაც საბედნიეროდ ჩემს წარსულშია.

ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალივიცი რომ 2014 წელს გამოუცდელი კონკურსანტის ნათია თოდუას შეფასება გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო ვიდრე შეფასება მაგრამ საბედნიეროდ ამით არ წყდება ყველაფერი.

დღეს მოლოცვებთან ერთად ვხედავ რომ უმრავლესობა მათ კრიტიკაზე და შეურაცხყოფაზე გადადიხართ რაც ნამდვილად არ არის საჭირო .პ.ს მე პირადად არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო , მე მოგებით ვუპასუხე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები