1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გაიცანით ქრისტინა.. ყველაზე პატარა გოგო, რომელიც თბილისის დასუფთავების სამსახურში მუშაობს და თან უნივერსიტეტში სწავლობს

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი კიდევ ერთ ადამიანს გვაცნობს, რომელიც საზოგადოებაში მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს.

"გაიცანით 19 წლის ქრისტინა ტუფურია. ის, ალბათ, ყველაზე პატარა გოგოა, რომელიც თბილისის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ქალაქზე 2017 წლის აპრილიდან ზრუნავს.
მუშაობს ნაძალადევში.

პარალურად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მე3 კურსზე, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს.

უნდა, რომ კარგი ექიმი გამოვიდეს. 

იქნება კიდეც, რადგან მოტივირებულია.

ერთი ის არის, რომ ძალიან სურს, მივეჩვიოთ ნარჩენების ნაგვის ყუთში ჩაყრას და მეტად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას.

მე სიამოვნებით გავითვალისწინებ ქრისტინას სურვილს,"-წერს ჩანადირი და თან ურთავს ახალგაზრდა გოგონას ფოტოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები