1 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,სითი პარკს" მანქანა ევაკუატორიდან გადმოუვარდა ?

   კობა სუბელიანმა  თბილისში მომხდარ ინცინდენტზე, რომელიც „სითი პარკს“ უკავშირდება, სოციალურ ქსელში ფოტო მასალა გაავრცელა. 

    სუბელიანის თქმით,   "სითი პარკი" მანქანის  საჯარიმოზე გადაყვანას ცდილობდა, რა დროსაც ევაკუატორიდან  მანქანა ჩამოვარდა.

   „სითი პარკს მანქანა გადმოუვარდაო  ..პატრონი რა ჭკუაზე იქნება .......“ - წერს   სუბელიანი. 

    ფოტოს მისი მეგობრებიც ეხმაურებიან და იმედოვნებენ, რომ "სითი პარკი" მანქნანის პატრონს ზარალს აუნაზღაურებს 

    შსს-ში აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს, პრესსამსახურის თქმით, ავტომანქანა აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამობრუნდა.  მათი ინფორმაციით, არც ევაკუატორს და არც "სითი პარკს" მანქანა არ გადმოვარდნია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები